„არემჯიმ“ 2020 წლის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტები შეაჯამა

„არემჯის" ინფორმაციით, 2020 წელს კაზრეთში 15 000 კვ.მ. გზის რეაბილიტაცია განხორციელდა.

კომპანია 2020 წელს, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„2020 წელს კაზრეთში განხორციელდა 15 000 კვ.მ. გზის რეაბილიტაცია, განხორციელდა 6 სკვერის კეთილმოწყობა, კაზრეთის და სოფელ ბალიჭის საბავშო ბაღებში დამონტაჟდა ატრაქციონები.

2020 წლიდან "არემჯი" ძიუდოში ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონების ვაჟა მარგველაშვილის, ბექა ღვინიაშვილის და ლაშა შავდათუაშვილის მხარდამჭერია. კომპანიას მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის რაგბის და ფეხბურთის მხარდაჭერაშიც. "არემჯი" სარაგბო კლუბ ყოჩების და ბოლნისის საფეხბურთო კლუბ სიონის გენერალური სპონსორია. კომპანია წლებია ყოველთვიურად აფინანსებს თავისუფალი სტილით ჭიდაობის, ჭაბუკთა ფეხბურთის, რაგბის, მკლავჭიდის, შერეული ორთაბრძოლებისა და ჭადრაკის კლუბებს როგორც ბოლნისისა და დმანისის, ისე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში, სადაც 1000-მდე ახალგაზრდა სპორტის სხვადასხვა სახეობას ეუფლება.

თანამშრომელთა მხარდაჭერის მიმართულებით კომპანია მრავალ აქტივობას ახორციელებს: მათ შორის თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევა/მონიტორინგი, ტრანსპორტირება, უფასო კვება. მიმართულების ფარგლებში 2020 წელს არაერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდა. მნიშვნელოვანია სამთოელის დღე, რომლის ფარგლებშიც განსაკუთრებული ღვაწლის მქონე თანამშრომლები ჯილდოვდებიან და დაისვენე საქართველოში რომლის ფარგლებშიც 500-მდე თანამშრომელმა და მათმა ოჯახის წევრმა დაისვენა.

ადგილობრივმა მეღვინე/მევენახეებმა უძველესი ქართული ტრადიცია - ღვინის ქვევრში დაყენების კულტურა აღადგინეს და ბოლნური ღვინის სახელი საქართველოს ფარგლებს გარეთაც გაიტანეს. "არემჯისგან" მიღებული ყოველწლიური დაფინანსების ფარგლებში ხდება მეღვინეების კვალიფიკაციის ამაღლება, მათი ღვინის პოპულარიზაცია, საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებზე ბოლნური ღვინის წარდგენა. 2020 წელს, პანდემიის მიუხედავად მეღვინეებმა ერთობლივი ძალებით 26 000 ბოთლი ღვინო ჩამოასხეს.

„არემჯი" რეგიონში სახელოვნებო ანსამბლებისა და სასწავლო წრეების აქტიური მხარდამჭერია. ადგილობრივ მოზარდებს შესაძლებლობა აქვთ, უფასოდ შეისწავლონ ცეკვა, სიმღერა და მხატვრობა. კომპანია "არემჯის" მიერ დაფინანსებულ სახელოვნებო სტუდიებში ყოველწლიურად 700-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს.

ბიომრავალფეროვნებაზე ზრუნვის პროექტის ფარგლებში საქართველოს მდინარეებსა და ტბებში, იქთიოფაუნის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, ფარგის ასიათასობით ლიფსიტა გაეშვა.

„არემჯი" არაერთ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს. მათ შორის სტუ-ს სტიპენდიების პროგრამა და არაფორმალური განათლების პროექტები. რეგიონალურ საგანმანათლებლო პროექტებს შორის არის: საზაფხულო სკოლა, იდეების ლაბორატორია, ისტორიის კონკურსი დიდგორელი, ეტალონი.

COVID 19 - საქართველოში COVID 19-ის გავრცელების დღიდან, "არემჯის" ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს, თანამშრომლების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვაზე ზრუნვასთან ერთად, რეგიონში ადგილობრივი თემის მხარდამჭერი ეფექტური ინიციატივების წარდგენა და მათი სწრაფი განხორციელება წარმოადგენდა",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს