აჭარის მთავრობის სახლთან ე.წ. ოცნების ქალაქის მცხოვრებლები და სხვადასხვა სოციალური პრობლემის მქონე მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ

აჭარის მთავრობის სახლთან ე.წ. ოცნების ქალაქის მცხოვრებლები და სხვადასხვა სოციალური პრობლემის მქონე მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეთა ნაწილი აცხადებს, რომ ისინი „კირნათი ჰესის" და ავტობანის მშენებლობის გამო დაზარალებულები არიან და კომპენსაციის მიღებას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეები ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ და აცხადებენ, რომ თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავენ.

„ოცნების ქალაქში“, ორი წელია კატეგორია ვერ განისაზღვრა ვის აძლევენ ბინას. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ ყველა მიიღებს ბინას, თუმცა „ოცნების ქალაქის“ მცხოვრებლები ინდივიდუალურად ხელშეკრულებების გაფორმებას ვითხოვთ“, - აცხადებენ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლები.

აჭარის მთავრობასთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო