დავით სონღულაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დიეგო კოლასს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ორ მეგობარ სახელმწიფოს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში განსაკუთრებული პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობა. ასევე, საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით არსებული პოტენციალის კიდევ უფრო ეფექტიან ათვისებას.

„დავით სონღულაშვილმა ელჩს კომიტეტის მიმდინარე საქმიანობაზე ინფორმაცია მიაწოდა და სამომავლო პრიორიტეტები გააცნო. ხაზი გაესვა სექტორული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკის სწრაფი აღდგენის მნიშვნელობას. გამოიკვეთა კონკრეტული სფეროები, რაშიც მხარეები აქტიურად ითანამშრომლებენ.

საფრანგეთის ელჩმა აღნიშნა, რომ ფრანგული მხარე აქტიურადაა დაინტერესებული საქართველოში ინვესტიციების მოცულობის ზრდით. აღინიშნა, რომ ფრანგული კომპანიები და ფრანგი ბიზნესმენები კარგად არიან ინფორმირებულები და მზად არიან საქართველოსთან შემდგომი თანამშრომლობისთვის.

მხარეებმა პანდემიით გამოწვეულ სირთულეებთან გამკლავებასა და არსებულ შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრეს. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა