ლევან ნატროშვილის განცხადებით, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით, შემუშავებული დოკუმენტის სამუშაო ვერსიაში მიკერძოებასთან დაკავშირებული რისკები არსებობს

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" წარმომადგენელი ლევან ნატროშვილი მიიჩნევს, რომ საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული დოკუმენტის სამუშაო ვერსიაში მიკერძოებასთან დაკავშირებული რისკები არსებობს.

აღნიშნულის შესახებ მან ჟურნალისტებთან, საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"ჩვენ და საია- ს ცოტა განსხვავებული პოზიციები გვაქვს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ რამდენიმე ვარიანტი შეიძლება იყოს, ერთი ვარიანტი სწორედ ის არის, რომ იყოს კი ბატონო, მხოლოდ პროფესიული ნიშნით, მაგრამ იყოს იქ ჩადებული ისეთი მექანიზმები, რომ მართლაც პროფესიული ნიშნით იყოს შერჩეული და არა ისე როგორც დღეს ხდება, როცა ისინი რეალურად პროფესიული ნიშნით არ არიან შერჩეულნი და არიან მიკერძოებულნი. უბრალოდ წარმოდგენილი წინადადება ვერ ვხედავთ, რომ რაიმეს აგვარებს ამ მხრივ და აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ რისკები კვლავ არსებობს და მოგვარების გზა როგორი იქნება, ამაზე იქნება დამოკიდებული. ჩვენი აზრით თუ ეს არ მოხდება და ვერ გასწორდება, ლოგიკურია, რომ ისევ დავტოვოთ შერეული, უბრალოდ პარიტეტულ საწყისებზე - თითომ თითო წარმომადგენელი დანიშნოს და არა - სამი.

აქ არის მეორე თემაც - ინარჩუნებენ თუ არა არსებული კომისიები უფლებამოსილებებს. დღეს რაც შემოგვთავაზეს არის, რომ მხოლოდ პარტიების დანიშნულ წევრებს შეუწყდებათ უფლებამოსილება და პროფესიული ნიშნით დანიშნულებს - არა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ როცა ამ თემაზე ვსაუბრობთ, ადგილობრივი არჩევნები უნდა ყოფილიყო ორიენტირი, რაზეც ვერ მოვისმინეთ ჩამოყალიბებული პოზიცია პარტიების მხრიდან, მაგრამ ამ დოკუმენტიდან გამომდინარე, ასე არ არის და არსებული კომისიები შეინარჩუნებენ უფლებამოსილებებს და გამოვა, რომ მხოლოდ პარტიების დანიშნული წევრები არ იქნებიან, ეს რამდენად მოაგვარებს პრობლემას, აქ ძალიან დიდი კითხვის ნიშანია უნდობლობის კუთხით, რაც არსებობს დღეს", - განაცხადა ნატროშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა