აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს

აჭარის მთავრობის სახლში აქციის მონაწილეებისა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა ჩაიშალა. აქციის მონაწილეებმა შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს და განაცხადეს, რომ ისინი შეხვედრას უშუალოდ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ითხოვენ.

მათი თქმით, შეკითხვები აქვთ, რომელსაც რეგიონის პირველი პირი არ პასუხობს. "ოცნების ქალაქის, სამივე დასახლებაში 1700 ოჯახს გასცეს პასუხი. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძესთან ყოველდღიურად ისედაც ვკონტაქტობთ. თორნიკე რიჟვაძეს ათდღიან ვადას ვაძლევთ, როდის იწყებენ ხელშეკრულებების გაფორმებას. ჩვენ კითხვები მთავრობის თავმჯდომარესთან გვაქვს და არა სხვა თანამშრომლებთან. დღეს ოცნების ქალაქში თორნიკე რიჟვაძე მივიდა და მოსახლეობის, იქ მცხოვრები ადამიანების გარეშე სატელევიზიო ლაივები ჩართო",- აცხადებს მარინა ბერიძე ე.წ. "ოცნების ქალაქში" მცხოვრები. აქციის მონაწილეები მთავრობის სახლთან არ იშლებიან და შესაძლოა, კარვებიც გაშალონ.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მათ განემარტათ, რომ მას შემდეგ, რაც პუნქტობრივად მოხდებოდა საკითხების გავლა და დაზუსტდებოდა მათი მოთხოვნები, პროცესში ჩაერთვებოდა მთავრობის თავმჯდომარე, თუმცა აქციის მონაწილეებმა შემოთავაზებაზე უარი განაცხადეს და დატოვეს შეხვედრა

ცნობისთვის, აჭარის მთავრობის სახლში, აქციის მონაწილეთა ხუთკაციან ჯგუფს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და მთავრობის აპარატის წარმომადგენლები ხვდებოდნენ. როგორც აჭარის მთავრობის პრესსამსახურში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, თორნიკე რიჟვაძის დავალებით აქციის მონაწილეთა მოთხოვნები დაზუსტდება და უწყება შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს.

სტეპან გრიგორიანი - რუსეთი ჩქარობს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან შედარებით უპირატესობის მიღწევას
მინდია დავითაძე - საამაყოა, როცა WIPO-ს გენერალური დირექტორის მხრიდან დადებითად ფასდება საქპატენტის საქმიანობა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2021
ზურაბ ბატიაშვილი - ხელისუფლებას აქვს მარტივი არჩევანი - ან დასავლეთთან ერთად ან დასავლეთის წინააღმდეგ, ამ არჩევანში თუ დასავლეთის და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წავლენ, ხელისუფლებას მალევე დაკარგავენ
იურიდიული პირები პროკრედიტ ბანკში ანგარიშებს დისტანციურად გახსნიან
საერთაშორისო სისტემა ინტელიექსპრესი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპულ სერვისებზე წვდომას ამარტივებს