ზურაბ ჯაფარიძეს სამართალდამცავები მისი დალუქული ბარის გახსნის საშუალებას არ აძლევენ

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს სამართალდამცავები მისი დალუქული ბარის გახსნის საშუალებას არ აძლევენ.

აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ბარი „ჯაფარასთან“ სამართალდამცავებმა დღეს დალუქეს საქმიანობის გაგრძელების გამო. გამოძიება იზოლაციის და კარანტინის წესის განმეორებით დარღვევის მუხლით დაიწყო, თუმცა, ჯაფარიძე აცხადებს, რომ ბარის გახსნას ისევ აპირებს და აღმაშენებლის გამზირზე ლუქის ასახსნელად მივიდა.

„ბარის იდეა არის პოლიტიკური პროტესტის ფორმა, ასეთი შეზღუდვები რომ არსებობს, ბარი ამიტომ გავხსენით. ამის მთავარი იდეა ის არის, რომ მოქალაქეებმა გაიგონ, არ შეიძლება ასეთ მონურ მდგომარეობაში ყოფნა. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი პარტიაა ხელისუფლებაში. არავის აქვს უფლება საკუთარი მოსახლეობა ასეთ მდგომარეობაში ჩააგდოს, გააღარიბოს. ჩემი აქცია არის იმისთვის, რომ ხალხმა გაიღვიძოს“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ჯაფარიძეს ადგილზე მყოფი სამართალდამცავების მიერ განემარტა, რომ გამოძიება სს კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს და თუ ის დალუქულ ბარს გახსნის, პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

„აღნიშნულ ობიექტზე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება - ჩხრეკა და ობიექტი დაილუქა. ამ მომენტისთვის ობიექტზე შესვლა არ შეიძლება“, - განუცხადა ჯაფარიძეს ადგილზე მყოფმა სამართალდამცავმა.

„ჭიდაობას ხომ არ დავიწყებ? საჭიდაოდ არ ვარ მოსული. კანონს ვარღვევ, არ ვმალავ, აქამდეც ვარღვევდი გუშინაც და გუშინწინაც. ეს არის პოლიტიკური პროტესტი. ამის არსი არის ის, რომ არ ვემორჩილები და ხელს მიშლიან კანონის დარღვევაში“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ბართან ამ დროისთვის რჩებიან როგორც სამართალდამცავები, ასევე სამოქალაქო აქტივისტების ნაწილიც ზურაბ ჯაფარიძესთან ერთად.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ