ბათუმში, აქციის მონაწილეებმა რუსთაველის ქუჩის გადაკეტვა სცადეს, რასაც სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოჰყვა

აჭარის მთავრობის სახლთან შეკრებილმა მოქალაქეებმა რუსთაველის ქუჩის გადაკეტვა სცადეს, რასაც სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

მათ ქუჩის გადაკეტვის საშუალება პოლიციამ არ მისცა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი. ამ წუთებში ადგილზე სიმშვიდეა, აქციის მონაწილეები კვლავ აჭარის მთავრობის სახლთან დაბრუნდნენ.

ცნობისთვის, აჭარის მთავრობის სახლთან ორი საათის განმავლობაში ე.წ.ოცნების ქალაქში მცხოვრებლები, ასევე სხვადასხვა სოციალური პრობლემების მქონე მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ და მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს