ზურაბ ჯაფარიძე - კანონს ვარღვევ, არ ვმალავ, აქამდეც ვარღვევდი - ეს არის პოლიტიკური პროტესტი, ამის არსია ის, რომ არ ვემორჩილები და ხელს მიშლიან კანონის დარღვევაში

ეს არის პოლიტიკური პროტესტი, ამის არსი არის ის, რომ არ ვემორჩილები და ხელს მიშლიან კანონის დარღვევაში, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ აღმაშენებლის გამზირზე მდებარე მის მიერ გახსნილ ბართან განაცხადა, რომელიც დღეს სამართალდამცავებმა დალუქეს და გახსნის საშუალებას არ აძლევენ.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, კანონს არღვევს და ამას არც მალავს.

„ჭიდაობას ხომ არ დავიწყებ? საჭიდაოდ არ ვარ მოსული. კანონს ვარღვევ, არ ვმალავ, აქამდეც ვარღვევდი გუშინაც და გუშინწინაც. ეს არის პოლიტიკური პროტესტი. ამის არსი არის ის, რომ არ ვემორჩილები და ხელს მიშლიან კანონის დარღვევაში“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ბართან ამ დროისთვის რჩებიან როგორც სამართალდამცავები, ასევე სამოქალაქო აქტივისტების ნაწილიც ზურაბ ჯაფარიძესთან ერთად.

ჯაფარიძეს ადგილზე მყოფი სამართალდამცავების მიერ განემარტა, რომ გამოძიება სს კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს და თუ ის დალუქულ ბარს გახსნის, პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა