,,ოცნების ქალაქის" პროექტის  მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

ბათუმში, ,,ოცნების ქალაქის" პროექტის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო და აღნიშნა, რომ სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია, ხოლო პროექტი 2000-ზე მეტ ბავშვს ცხოვრების ღირსეულ პირობებს შეუქმნის.

„ზუსტად ერთი წლის წინ ჩვენ ბათუმში დავიწყეთ „ოცნების ქალაქის" მშენებლობა. დღეს უკვე სამუშაოების 70%-ზე მეტი უკვე შესრულებულია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან სამუშაოების ხარისხის შემოწმება ყოველკვირეულად ხდება. ეს პროექტი 2000-ზე მეტ ბავშვს აუხდენს ოცნებას და მისცემს მათ ნორმალურ, ღირსეულ პირობებში ცხოვრების საშუალებას. პირველ ეტაპზე ჩვენ ვაშენებთ 580-ზე მეტ საცხოვრებელ ბინას და შემდეგი ეტაპისთვისაც, სრულად მოვახდენთ იმდენი ბინის მშენებლობას, რამდენიც საჭირო იქნება აქ მაცხოვრებელი მოსახლეობის დაკმაყოფილებისთვის. მიუხედავად პანდემიისა და სხვა გამოწვევებისა, ეს პროექტი აუცილებლად იქნება ბოლომდე მიყვანილი ისე, რომ არცერთი უსახლკარო ოჯახი არ დაგვრჩეს ყურადღების და ღირსეული საცხოვრისის გარეშე. მიმდინარეობს მუშაობა კრიტერიუმებთან დაკავშირებით აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით. ძალიან მალე შევჯერდებით კრიტერიუმებზე, რომელიც სამართლიანობის და ობიექტურობის ნაწილში არცერთ კითხვას არ დატოვებს უპასუხოდ", - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მშენებლობა პანდემიის პერიოდში, შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე გამოცხადებულია ტენდერი გაზმომარაგების და შიდა წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამშენებლო სამუშაოებზე. მიმდინარეობს სამი 12 - სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა და პირველ ეტაპზე მოეწყობა 582 ბინა.

2021 წლის ბიუჯეტში აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის 30 მლნ. ლარია გათვალისწინებული. ე. წ. ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლების მშენებლობა გადაჭრის უმწვავეს სოციალურ პრობლემას იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქ სიცოცხლისთვის შეუსაბამო პირობებში უწევდათ ცხოვრება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა