ვახტანგ მეგრელიშვილი - ჩვენმა კოლეგებმა გაყალბების ნაწილში დასავლელი პარტნიორები ვერ დაარწმუნეს

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის ვახტანგ მეგელიშვილის განცხადებით, არჩევნების გაყალბების ნაწილში ოპოზიციამ დასავლელი პარტნიორები ვერ დაარწმუნა.

კითხვაზე, აქვს თუ არა ეჭვი, რომ შესაძლოა, არჩევნები არ გაყალბებულა, მეგრელიშვილი პასუხობს: „უკვე ყველაფრის ეჭვი მაქვს გამომდინარე იქიდან, რა მდგომარეობაშიც 3 თვეა ვიმყოფებით“.

როგორც მან ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები „ფიზიკურად არ აქვთ“.

„მოგვეცით მტკიცებულებები არჩევნების გაყალბების, რის გამოც არის ამხელა ამბავი ატეხილი და სინამდვილეში საჯარო სივრცეში ეს მტკიცებულებები ფიზიკურად არ გვაქვს. უკვე ყველაფრის ეჭვი მაქვს გამომდინარე იქიდან, რა მდგომარეობაშიც 3 თვე ვიმყოფებით. ცხადია, ვხედავთ, რომ გაყალბების ნაწილში ჩვენმა კოლეგებმა ჩვენი დასავლელი პარტნიორები ვერ დაარწმუნეს. კითხვა არ გიჩნდებათ, რატომ? ჩვენთვის მტკიცებულებები იყო პირადი ქეისები, მაგრამ არ ყოფილა მთელი ქვეყნის მასშტაბით გაანალიზებული, რა მასშტაბი ჰქონდა ამას“,- განაცხადა მეგრელიშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, ოპოზიციამ უნდა გადაწყვიტოს, რომელ მხარეს ირჩევს.

„ჩვენ არცერთ მხარეს არ ავირჩევთ. ოპოზიციას გადასაწყვეტი აქვს, სად ურჩევნია - შევიდეს „ქართულ ოცნებასთან“ პარლამენტში, თუ ჩვენთან ერთად დარჩეს ქუჩაში. ჩვენ ჩვენი გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს. ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ მხარე არ ავირჩიოთ. პარლამენტში შესვლა, ნიშნავს „ქართული ოცნების“ მხარის არჩევას. ქუჩაში დარჩენა არ ნიშნავს არცერთი მხარის არჩევას“,- განაცხადა მეგრელიშვილმა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ