ბორჯომის მერიამ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დაიწყო

ბორჯომის მერიამ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, დღეს, პირველი შეხვედრა ახალდაბაში გაიმართა.

მათივე ინფორმაციით, სოფლის კრებაზე ადგილობრივმა მცხოვრებლებმა თავად შეარჩიეს ის პრიორიტეტული საკითხი, რასაც პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა უნდა მოხმარდეს. შეხვედრაზე ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, რომ ახალდაბაში სპორტული მოედნის მიმდებარე ტერიტორია შემოიღობება, მოწესრიგდება და ასევე მოხდება სპორტული ინვენტარის შეძენა. დაბა ახალდაბაში აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად 40 000 ლარია გამოყოფილი.

ბორჯომის მერიის ცნობით, საკონსულტაციო შეხვედრები 24 თებერვლამდე გაგრძელდება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სასურველ პროექტებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის 33 სოფელში შეარჩევენ.

„2021 წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ცენტრალური ბიუჯეტიდან 436 000 ლარი დაიხარჯება. აღნიშნულ თანხას ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა 436 000 ლარის ოდენობით დაემატება. ჯამში სოფლებში შერჩეული პროექტების განხორციელებაზე 872 000 ლარი დაიხარჯება.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიზანია სოფლებში სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების დაფინანსება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა“, - აღნიშნულია ბორჯომის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა