აჭარის მთავრობის სახლთან ე.წ. ოცნების ქალაქის მცხოვრებლებმა და სხვადასხვა სოციალური პრობლემების მქონე მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია შეწყვიტეს

აჭარის მთავრობის სახლთან ე.წ. ოცნების ქალაქის მცხოვრებლებმა და სხვადასხვა სოციალური პრობლემების მქონე პირებმა საპროტესტო აქცია შეწყვიტეს.

როგორც მათ ჟურნალისტებს განუცხადეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეს ათდღიან ვადას აძლევენ, იმისათვის, რომ თითოეული მოქალაქის პრობლემა ინდივიდუალურად შეისწავლოს.

"ჩვენ აქედან იმიტომ მივდივართ, რომ 10 დღეში კვლავ დავბრუნდებით და ჩვენს მოთხოვნებზე ვისაუბრებთ. 1700 ოჯახი "ოცნების ქალაქში" დაკმაყოფილებას ითხოვს",- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ცნობისთვის, აჭარის მთავრობის სახლთან შეკრებილმა მოქალაქეებმა რუსთაველის ქუჩის გადაკეტვა სცადეს, რასაც სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. მათ ქუჩის გადაკეტვის საშუალება პოლიციამ არ მისცა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა