ხულოში, სადაც სკოლა დაიწვა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ჩავიდა

ხულოში, სოფელ კალოთაში, სადაც სკოლის შენობა დაიწვა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის განათლების მინისტრი და ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ჩავიდნენ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, უახლოეს დღეებში დაიწყება პროექტირება და სოფელ კალოთას მალე ახალი სკოლა ექნება.

„დაიწვა საჯარო სკოლა სოფელ კალოთაში. საბედიეროდ მსხვერპლი არ არის, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. სკოლაში 14 მოსწავლე სწავლობდა. გაიცა შესაბამისი დავალება, რომ უახლოეს დღეებში მოხდეს პროექტირება და ძალიან მალე ამ სოფელს ექნება ახალი სკოლა. მნიშვნელოვანია, რომ სასკოლო პროცესში არ გვქონდეს შეფერხება. განათლების სამინისტრო და რესურსცენტრი ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ მოსწავლეებს არ შეექმნათ შეფერხება უწყვეტი განათლების კუთხით“ , - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მისივე თქმით, სასწავლო პროცესის განახლებისთვის, ალტერნატიული ფართი უკვე გამოიძებნა. რამდენიმე დღით მოსწავლეები სწავლას დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო