გიორგი ხანიშვილმა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან აგრარული სექტორის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს, გიორგი სურმანიძეს შეხვდა.

მხარეებმა სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერის მიზნით მიმდინარე და დაგეგმილი სახელმწიფო პროექტები განიხილეს.

შეხვედრას ესწრებოდა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილიც. აღინიშნა, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები წელსაც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, კოორდინირებულად წარიმართება.

„გასული წელი იყო რთული, თუმცა, ერთობლივი ძალისხმევით, ბევრი პრობლემის გადაჭრა და გამოწვევის დაძლევა შევძელით. 2021 წელი მეტად წარმატებული იქნება. სახელმწიფოს მხრიდან ციტრუსის, თხილის და სხვა აგრარული დარგების განვითარების მხარდაჭერა გაზრდილია. ამავდროულად, მინდა აღვნიშნო, უმნიშვნელოვანესია ფერმერების მეტი აქტიურობა მოსავლის ხარისხის გასაუმჯობესებლად“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

გიორგი სურმანიძემ აჭარაში აგრარული სექტორის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ, გასულ წელს, აჭარაში ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შედეგად, მავნებლის რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც რეგიონის ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლის რაოდენობასა და ხარისხზე და, შედეგად, ფერმერების შემოსავალზე აისახა.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

იხილეთ ვიდეო:ცენტრალური და აჭარის მთავრობის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების მოადგილეების შეხვედრა გაიმართა

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს