სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა მუნიციპალიტეტების მერებთან ონლაინ შეხვედრა გამართა

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა მუნიციპალიტეტების მერებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

პრესსამსახურის ცნობით, ბესიკ ამირანაშვილმა შეხვედრაზე საქართველოსა და გერმანიას შორის დადებული შეთანხმება განიხილა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში ლეგალურად დასაქმებას 3 თვით შეძლებენ. მათი ინფორმაციით, დასაქმება სოფლის მეურნეობის სექტორში სეზონურ სამუშაოებზეა შესაძლებელი.

სახელმწიფო რწმუნებულმა მუნიციპალიტეტის მერებს განუმარტა ის პროცედურები, თუ როგორ მოხდება სოფლის მეურნეობის სექტორში საქართველოს მოქალაქეების დასაქმება.

„გერმანიაში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობები, რომელსაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს გერმანელ პარტნიორებთან ერთად მნიშვნელოვანია, ეს იქნება ახალი შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის" - განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.

საქართველოს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და გერმანიის დასაქმების ფედერალურ სააგენტოს შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე, 2021 წლის აპრილის თვიდან შესაძლებელია გერმანიაში, სოფლის მეურნეობის სფეროში სეზონურ სამუშაოებზე საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმება.

შეთანხმების ფარგლებში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები, გერმანული მხარის მიერ უზრუნველყოფილი იქნებიან უსაფრთხო და ღირსეული სამუშაო გარემოთი (მათ შორის კოვიდ-19 ის პრევენციის მიზნით გათვალისწინებული ყველა ნორმისა და გერმანიაში მოქმედი შრომითი უფლებების გათვალისწინებით).

შეგახსენებთ, სეზონური სამუშაოები გერმანიაში 1 აპრილიდან დაიწყება. რეგისტრაციის გავლა დღეიდან უკვე შესაძლებელია და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

სამუშაოს მაძიებელი პირველად რეგისტრაციას სპეციალურ სარეგისტრაციო პორტალზე : http://workabroad.moh.gov.ge/ გადის.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს