პარლამენტთან სლოგანით „თავისუფლება პოლიტპატიმარ გიორგი რურუას" აქცია მიმდინარეობს

"თავისუფლება პოლიტპატიმარ გიორგი რურუას", - ამ სლოგანით საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან ორგანიზაციები - "დაიცავი საქართველო", "მონიტორინგის ცენტრი-საზოგადოება", "დაიცავი არჩევანი" აქციას მართავენ. ისინი 8 მარტის შეთანხმებას და "მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გიორგი რურუა ციხეში უკანონოდ ზის. ამასთან პროტესტს გამოხატავენ პარლამენტში მიმდინარე მოვლენებისადმი, სადაც საქართველოს პარლამენტმა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ სადეპუტატო მანდატის შეჩერების საკითხზე უნდა იმსჯელოს.

აქციაზე მივიდა "ნაციონალური მოძრაობის " წევრი თინა ბოკუჩავა. მისი თქმით, "პარლამენტი იქცევა პოლიტიკურ ლეშად, თუ კიდევ ერთხელ მხარს დაუჭერს ივანიშვილის დაკვეთით ნიკა მელიასთავის უფლებამოსილების მიხსნას".

"ყველას კარგად გვესმის, თუ ვინმე უნდა დასჯილიყო გავრილოვის საქმესთან დაკავშირებით, ეს არის ირაკლი კობახიძე, რომელიც გავრილოვი აქ ჩამოიყვანა და გიორგი გახარია, რომელმაც შემდეგ მიტინგი დაარბია. ამის ნაცვლად, ეს ადამიანიები უმაღლეს თანამდებობებს იკავებენ. დემოკრატიულ სახელმწიფოში ასე იქნებოდა,მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ასეთში არ ვცხოვრობთ, ამიტომ დროულად უნდა მივაღწიოთ ვადამდელ არჩევნებს, გავისტუმროთ ივანიშვილი და მისი მონები", - განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, პარლამენტის შენობის უკანა შესავლელთან აქციას რამდენიმე სამოქალაქო მოძრაობა მართავს. ისინი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას აპროტესტებენ.

იხილეთ ვიდეო:პარლამენტთან სლოგანით „თავისუფლება პოლიტპატიმარ გიორგი რურუას" აქცია მიმდინარეობს

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო