აჭარის უმაღლეს საბჭოში „ეთიკის საბჭო" ამოქმედდება, მარტიდან კი,“მინისტრის საათის" ფორმატში, მთავრობის წევრების მოსმენა დაიწყება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ დადგენილების პროექტი, ბიუროს გადაწყვეტილებით, პლენარულ სხდომაზე განიხილება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ცნობით, პროექტი უმაღლესი საბჭოს ბიუროს მორიგ სხდომაზე უმაღლესი საბჭოს წევრმა - ტიტე აროშიძემ წარმოადგინა.

მისი განცხადებით, კომიტეტებში დასრულდა დადგენილების პროექტის განხილვის პროცედურები და წარმოდგენილია შესაბამისი დასკვნები.

„ბიურომ ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო „ეთიკის საბჭოს შექმნის შესახებ“ დადგენილების პროექტთან დაკავშირებითაც, რომელიც სხდომაზე უმაღლესი საბჭოს წევრმა - დავით გაბაიძემ წარმოადგინა.

სხდომაზე განსაზღვრეს უმაღლესი საბჭოს 2021 წლის საგაზაფხულო სესიაზე მინისტრის საათის (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე სამინისტროს საქმიანობის შესახებ მთავრობის ცალკეული წევრის მოხსენების) განრიგი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ წარმოადგინა.

დავით გაბაიძის განმარტებით, უმაღლესი საბჭო აღნიშნულ განრიგს მთავრობის წევრებთან შეთანხმებით ადგენს. მომხსენებლისავე განცხადებით, პანდემიიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ორგანოში პირველად ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (18 მარტი) მოსმენა იგეგმება. 15 აპრილს გაწეული საქმიანობის ანგარიშით წარსდგება განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, 20 მაისს - სოფლის მეურნეობის მინისტრი, 3 ივნისს კი - ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი. ივნისშივე მოუსმენენ კანონმდებლები აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

თენგიზ ფხალაძე  - შიდაპოლიტიკურმა შუღლმა საერთო ეროვნული მეორე პლანზე გადაწია, ერთმანეთთან ძიძგილაობაში გართულები სულ უფრო ვემსგავსებით აისბერგისკენ ჯიუტად მიმავალ ტიტანიკს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.03.2021
სახელმძღვანელო სტარტაპერებისთვის - როგორ ხდება კადრების აყვანა კომპანიებში და რა ბენეფიტებს იღებენ დასაქმებულები
ევროპის გუნდი: ლიბერთი ბანკისთვის უზრუნველყოფილი დამატებითი დახმარებით, COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად  ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა ახალ ეტაპზე გადადის
"მაგნიტის" ყოველდღიური 20%-იანი აქცია უფრო მრავალფეროვანი ხდება
სამომხმარებლო სესხი 3-თვიანი სრული საშეღავათო პერიოდით - ტერაბანკის ახალი აქცია
ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით მსოფლიო თასის ეტაპი სკი კროსში დასრულდა