აჭარის მთავრობის სახლთან გუშინ გამართულ აქციაზე დაკავებულ პირს სასამართლომ 1000-ლარიანი გირაო შეუფარდა

აჭარის მთავრობის სახლთან გუშინ გამართულ აქციაზე დაკავებულ პირს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 1000-ლარიანი გირაო შეუფარდა. მას გამოძება პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ირმა ტოგონაძემ მიიღო.

ცნობისთვის, აჭარის მთავრობის სახლთან შეკრებილმა მოქალაქეებმა რუსთაველის ქუჩის გადაკეტვა სცადეს, რასაც სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. მათ ქუჩის გადაკეტვის საშუალება პოლიციამ არ მისცა. დაპირისპირებისას სამართალდამცავებმა აქციის ერთი მონაწილე დააკავეს.

აჭარის მთავრობის სახლთან ე.წ. ოცნების ქალაქის მცხოვრებლები და სხვადასხვა სოციალური პრობლემის მქონე მოქალაქეები მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა