სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შოთა ნარეკლიშვილმა შეხვედრები გამართა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ლალისყურში, ფშაველსა და ლეჩურში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა.

შეხვედრებს თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ლალისყურში პრიორიტეტულ საკითხებად სარწყავი და სანიაღვრე არხების მოწესრიგება, ახალი გარე განათების ქსელის მოწყობა, სავარგულებთან მისასვლელი გზის მოწესრიგება და სოფლის შესასვლელში მოსაცდელის მოწყობა დასახელდა.

ფშაველში პრიორიტეტულ საკითხებად მოსახლეობამ გარე განათების ქსელის მოწყობა, დაზიანებული სანიაღვრე არხის აღდგენა, ასევე ახალი არხის მოწყობა დაასახელა.

ლეჩურში პრიორიტეტულ საკითხებად სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება და ახალი გარე განათების ქსელის მოწყობა დაასახელეს.

აღნიშნულ ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა