კახეთის გუბერნატორმა მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრა გამართა

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი შიოშვილმა რეგიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულების საკრებულოების თავმჯდომარეებთან და მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს COVID-19 -ის მართვასთან დაკავშირებული საკითხები, რეგიონში მიმდინარე და 2021 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, ევროკავშირის საპილოტე ინტეგრირებული განვითარების პროექტის კონკურსისთვის მოსამზადებელი სამუშაოები.

„ამავდროულად, ყურადღება გამახვილდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამაზე, რომელიც რეგიონის თითოეულ დასახლებაში სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრას და მათთვის მნიშვნელოვანი, პრიორიტეტული პროექტის განხორციელებას გულისხმობს. ირაკლი შიოშვილმა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრისას, ასევე, ხაზი გაუსვა გერმანიაში ლეგალურ დასაქმებასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირების მიზნით მაქსიმალურ ხელშეწყობას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს