დავით ჭიჭინაძე - მე გავაკეთებ ყველაფერს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მელია ვერ დაიჭიროს

მე გავაკეთებ ყველაფერს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მელია ვერ დაიჭიროს, - ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, რითაც პარლამენტის მიერ ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების მხარდაჭერას და შესაძლო დაკავების საკითხს გამოეხმაურა.

ჭიჭინაძის აზრით, ნიკა მელია რომ დამნაშავე არ არის, ეს ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა.

„სახელმწიფო გადატრიალებაზე როდესაც საუბრობენ, „ოცნების“ ე.წ. მამებს მართლა ჰგონიათ, რომ ვინმეს დაავიწყდა თუნდაც კობახიძის მამა, (და არა მარტო!) რომელიც გამსახურდიას დამხობაში პირადად მონაწილეობდა და მის დასამარცხებლად მოსკოვში დარბოდა?!

ან როგორ შეიძლება 20 ივნისის ღირსების აქციაში მონაწილე ათასობით ადამიანს მოღალატეები, ქვეყნის გადატრიალებაში მონაწილეები ეძახო და თან ვინ?!

ის, რომ მელია დამნაშავე არ არის, ეს ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა, რაც დამტკიცდა კიდეც არჩევნებზე“, - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

ცნობისთვის, პარლამენტმა დეპუტატ ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა. კანონმდებლებმა საკუთარი გადაწყვეტილებით, პროკურატურას თანხმობა მისცეს, მელიას მიმართ აღვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებაზე სასამართლოს მიმართოს. შესაბამისი დადგენილება 88 ხმით მიიღეს, რასაც წინ უძღვოდა გენერალური პროკურორის შუამდგომლობის განხილვა. 2-მა დეპუტატმა წინააღმდეგ მისცა ხმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო