აკაკი ბობოხიძე - ნიკა მელიას დაიჭერენ ვაი, არ დაიჭერენ, ვუი - წინააღმდეგობას გავუწევთ, მაგრამ ომის დაწყებას არავინ აპირებს, ვერ ეღირსება „ქართული ოცნება“

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, აკაკი ბობოხიძის განცხადებით, ახლა „ქართული ოცნებისთვის“ ყველა სვლა წამგებიანია.

როგორც ბობოხიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, ის არ გამორიცხავს, რომ ნიკა მელია დააპატიმრონ.

ამასთან, ბობოხიძის თქმით, ოპოზიცია ეცდება, რომ მმართველი გუნდის მიერ დაშვებული შეცდომები ეფექტურად გამოიყენოს.

„არაფერი გამორიცხული არ არის „ქართული ოცნებისგან“, დაიჭერენ ვაი, არ დაიჭერენ - ვუი. არცერთი არ არის მომგებიანი. ჭადრაკში „ცუნგცვანგი“ ჰქვია მდგომარეობას, როცა ნებისმიერი სვლა წამგებიანია. ამ მდგომარეობაშია დღეს „ქართული ოცნება“, ყველა სვლა წამგებიანია. მე მელია დაპატიმრებისთვის მენანება, ოღონდ „ქართულ ოცნებას“ გზა მშვიდობისა ნებისმიერი შეცდომისკენ. ვეცდებით, რომ ყველა შეცდომა ჩვენ მიერ ეფექტურად იყოს გამოყენებული „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, ყველა შეცდომა გვაწყობს „ქართული ოცნების“, ოღონდ გვეშინია იმის, რომ ეს შეცდომები მარტო „ქართულ ოცნებას“ კი არა, ქვეყანას აზიანებს. ეგ არის პრობლემა, თორემ მაგათი თავი წყალს და მეწყერს წაუღია“, - განაცხადა ბობოხიძემ.

როგორც ბობოხიძე აღნიშნავს, თუ მელიას დააკავებენ, ოპოზიცია წინააღმდეგობას გაუწევს, თუმცა „ომის დაწყებას არავინ არ აპირებს“.

„წინააღმდეგობას გავუწევთ. ნიკა მელია თავისით არ მივა, მოუწევთ მისი წაყვანა, ოღონდ როცა ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევაზეა, ომის დაწყებას არავინ არ აპირებს. ამას ვერ ეღირსება „ქართული ოცნება“, - განაცხადა ბობოხიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით უკვე მიმართა.

ემილ ავდალიანი - ნაკლებად სავარაუდოა, საქართველომ რეგიონში მთავარი ტრანზიტული ქვეყნის როლი დაკარგოს, სომხეთზე გამავალი გზა მაინც უფრო მეორადი ხასიათის იქნება
გიორგი მელაშვილი - ჩვენ ვკარგავთ გეოპოლიტიკურ მომენტს: „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად გვაშორებს დასავლეთს, სახიფათო სპირალი, რომელშიც ვიმყოფებით, არის „ქართული ოცნების“ პროპაგანდისა და პოლიტიკის ლოგიკური შედეგი
ქართული პრესის მიმოხილვა 06.11.2025
წარმატების საიდუმლო იარაღი: როგორ გამოვიყენოთ შეკითხვები ჩვენს სასარგებლოდ?