ნიკა მელია - გუშინ „ქართული ოცნების“ დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე შეხვედრას მთხოვდა, ექვსჯერ დამირეკა, თითს არ მივაჭერო და დღეს ისეთი მისცა ხმა, მგონი, ღილაკიც ჩაამტვრია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, მას გუშინ, „ქართული ოცნების“ დეპუტატი,

ვასილ ჩიგოგიძე დაუკავშირდა და შეხვედრა სთხოვა.

როგორც მელიამ განაცხადა, ვასილ ჩიგოგიძე მას პირდებოდა, რომ დღევანდელ კენჭისყრაზე მისი იმუნიტეტის შეჩერებას ხმას არ მისცემდა.

ამასთან, როგორც მელია აცხდებს, ვასილ ჩიგოგიძეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებიდან უნდა ეყარა კენჭი, თუმცა გადაწყვეტილება შეცვალა.

„გუშინ „ქართული ოცნების“ ერთი მოქმედი დეპუტატი მეხმიანებოდა, შეხვედრას მთხოვდა. ძალიან ცუდი საუბარი მქონდა და ვუთხარი, რომ შენთან სალაპარაკო არაფერი არ მაქვს, ხვალ ჩატარდება კენჭისყრა. იქნება შენი ხმა დაფიქსირებული ჩემი დაჭერის სასარგებლოდ და დანარჩენს მერე მოგახსენებთქო. ვუთხარი, არ იქნება ასე და დაგირეკავ, მე თვითონ გნახავთქო. ექვსჯერ დამირეკა და დღეს ისეთი მისცა ხმა, მემგონი ღილაკიც ჩაამტვრია. ეს იყო ვასილ ჩიგოგიძე. ადამიანი, რომელსაც რომ ჰკითხო ღირსეული ადამიანია. როდესაც უკადრებელს იკადრებ და ყელში ამოუყვან ხალხს და შეცდომას შეცდომაზე დაუშვებ, მერე ნათელის მოფენას უნდა ელოდო. „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებიდან აპირებდა კენჭისყრას... ბატონი ჩიგოგიძე გავიცანი სასამართლოში, ორივე ვიყავით ბრალდებული „ქართუ ბანკის“ საქმეზე. ამ საქმის ფარგლებში მე გამომაგდეს პარლამენტიდან ოფიციალურად, დამაჯარიმეს. იმდენად აბსურდული საქმე იყო, რომ უფლებამოსილების გადამატების მუხლითაც ვერ გამასამართლეს, მაგრამ ეს ადამიანი დღეს არის იქ, სადაც არის. ეს ადამიანი გურიაში კენჭს იყრიდა „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებიდან, შემდეგ სამი დღე ტელეფონს არ პასუხობდა, გავიხედე და დაჯდა და წარადგინეს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატად. ამ არჩევნებზე შეთანხმებული იყო ყველაფერი. მე ვიყავი მოლაპარაკებაზე მასთან, მე გავუწიე პარტიაში რეკომენდაცია, დაიწყო საარჩევნო კამპანია, დრუზა თავი და წავიდა „ქართულ ოცნებაში“. ამ ადამიანს რა უნდა ველაპარაკო? გუშინ მეუბნება, მე თითს არ მივაჭერო და დაგიმტკიცებ, რომ მართალი ვარო. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ვიფიქრე, ეს ადამიანი შეიძლება გააკეთებს ამას და ვაპირებდი კიდეც საჯაროდ იმის თქმას, რომ ყოჩაღ ვასილ ჩიგოგიძეს, რომ თითი არ მიაჭირათქო, მაგრამ კი ვნახეთ, რა გააკეთა. მორჩილებაცაა და მორჩილებაც, მონობაცაა და მონობაც“, - განაცხადა მელიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ცნობისთვის, პარლამენტმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით უკვე მიმართა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს