ნიკა მელია - "ქართული ოცნება" ჩიხურ მდგომარეობაშია, არ იცის, როგორ დაიხიოს უკან, მაგრამ მოუწევს

"ქართულ ოცნებას" მოუწევს უკან დახევა, როგორ მათ უნდა გადაწყვიტონ - ან უნდა მოუხადონ ბოდიში ქართულ საზოგადოებას, ან ჩანიშნონ ახალი არჩევნები, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ მედიას პარტიის ოფისში განუცხადა.

ნიკა მელიას თქმით, როდესაც ხელისუფლება 2019 წლის 20 ივნისის საფუძვლებით აპირებს მოქალაქის დაკავებას, ეს საზოგადოებაში გამოიწვევს ვნებათაღელვას.

"მთელი საზოგადოება კარგად არის ინფორმირებული, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე. 20 ივნისი რიგითი კალენდარული დღე იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ეროვნული გაერთიანების დღედ აქცია, სადაც ხალხი საერთო ეროვნულ პროტესტში დამოუკიდებლად იღებდა მონაწილეობას. სტიქიურად, ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდა სურვილი, 2019 წლის 20 ივნისს გამოსულიყო და გაეპროტესტებინა ოკუპანტი სახელმწიფოს მართლაც გამორჩეულად აგრესიული წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოს პარლამენტში, რომელიც ზარზეიმით მიიღეს. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას ადეკვატური რეაქცია და რეაგირება ჰქონოდა, სამწუხაროდ, იძალადეს ხალხზე.

წელიწადნახევრის თავზე, როდესაც ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს დაჭერას, დაკავებას უპირებ 20 ივნისის საფუძვლით, ბუნებრივია ეს საზოგადოებაში გამოიწვევს სამართლიან ვნებათაღელვას. ამას "ქართული ოცნება" ატყობს და ჩიხურ მდგომარეობაშია, არ იცის, როგორ დაიხიოს უკან. "ქართულ ოცნებას" მოუწევს უკან დახევა, როგორ მათ უნდა გადაწყვიტონ. ჩემი აზრით, ან უნდა მოუხადონ ბოდიში ქართულ საზოგადოებას, ქვეყანას, არა მე, იმისათვის რაც გააკეთეს, განსაკუთრებით 20 ივნისთან დაკავშირებით, იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც შეთხზეს სისხლის სამართლის საქმის სახით. ან გამოსავალი იპოვონ, თითქოს, მარტივი, მაგრამ, რომელიც საჭიროებს გამბედავ გადაწყვეტილებას, ჩანიშნონ ახალი არჩევნები, რადგან ასე უბრალოდ ვერ გაგრძელდება - გავრილოვის დავალებით ქართველი, ერთი, ორი ან სამი მოქალაქე ციხეში ვერ წავა. ქართველი ხალხი სამართლიანად გამოთქვამს პროტესტს, როდესაც მას სულში შეურაცხყოფას აყენებ და ეს არის ჩემი აზრით, ხელისგულზე",- განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, 17 თებერვალსაც ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ღონისძიებებით დაკავდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა