აშშ-ში უამინდობას 20-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

აშშ-ში ძლიერ ქარბუქსა და ყინვას სულ მცირე 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მილიონობით ადამიანი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, სტიქიის შედეგად მოქალაქეები დაიღუპნენ ტექსასის, ლუიზიანას, კენტუკისა და მისურის შტატებში.

აღსანიშნავია, რომ ტექსასის შტატში, დალას-ფორტ-უერთში, მინუს 17C ტემპერატურა დაფიქსირდა, რამაც 1903 წელს დაფიქსირებული რეკორდი (მინუს 11C) მოხსნა.

ტექსასის სამხრეთ ნაწილში ადგილობრივმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობა გააფრთხილეს, სახლების გასათბობად გრილები და პროპანის გამათბობლები არ გამოიყენონ. ასეთი მოწყობილობების გამოყენების შემდეგ მხუთავი აირით მოწამლული რამდენიმე მოქალაქე საავადმყოფოებში მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ ქარბუქისა და უპრეცედენტო ყინვის გამო აშშ-ის დიდ ნაწილში ვაქცინაციის ცენტრების მუშაობა შეფერხდა.

ქვეყანაში უამინდობას კვირის ბოლომდე ელოდებიან.

თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაზარალებული შტატების გუბერნატორებს ნებისმიერი საგანგებო რესურსით დახმარებას დაჰპირდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა