გოგიტა თოდრაძის ხელმძღვანელობით გაეროს ESCAP-ის სტატისტიკის კომიტეტის ბიუროს სხდომა ჩატარდა

დღეს, 17 თებერვალს, გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UNESCAP) სტატისტიკის კომიტეტის ბიუროს სხდომა ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, ბიუროს სხდომას გაეროს ESCAP-ის სტატისტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რანგში საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე უძღვებოდა.

მათი ცნობით, ბიუროს დღევანდელი შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სტატისტიკის კომიტეტის მეშვიდე სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული ღონისძიებებისა და გაეროს სტატისტიკის კომისიის 52-ე სესიის დღის წესრიგში აზიისა და წყნარი ოკეანეთისთვის რეგიონალური მნიშვნელობის მქონე საკითხების განხილვა. მათ შორის, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელების პროგრესი, გარემოსდაცვითი ეკონომიკური ანგარიშები, მიგრაციის სტატისტიკა, დიდი მონაცემები და სხვა.

„მისასალმებელ სიტყვაში გოგიტა თოდრაძემ ისაუბრა პანდემიის დროს ჩვენს ქვეყანასა და მსოფლიო სტატისტიკის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. მან შეხვედრის მონაწილეებს გაეროს ESCAP-ის სტატისტიკური კომიტეტის მეშვიდე სხდომის შესახებ მიღებული პოზიტიური გამოხმაურებები და მათ განსახორციელებლად ბიუროს მიერ ჩატარებული სამუშაოები გააცნო. შეხვედრას ბიუროს წევრები, გაეროს ESCAP-ის სტატისტიკური განყოფილებისა და სხვადასხვა ქვეყნების სტატისტიკის სამსახურების ხელმძღვანელი პირები, ასევე საერთაშორისო და არასამთავრებო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის ბოლოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა მადლობა გადაუხადა გაეროს ESCAP-ის სტატისტიკის სამდივნოსა და მონაწილეებს, ღონისძების ორგანიზებისა და მომავალი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა“,-აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

გოგიტა თოდრაძის ხელმძღვანელობით გაეროს ESCAP-ის სტატისტიკის კომიტეტის ბიუროს სხდომა ჩატარდა

დღეს, 17 თებერვალს, გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UNESCAP) სტატისტიკის კომიტეტის ბიუროს სხდომა ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, ბიუროს სხდომას გაეროს ESCAP-ის სტატისტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რანგში საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე უძღვებოდა.

მათი ცნობით, ბიუროს დღევანდელი შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სტატისტიკის კომიტეტის მეშვიდე სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული ღონისძიებებისა და გაეროს სტატისტიკის კომისიის 52-ე სესიის დღის წესრიგში აზიისა და წყნარი ოკეანეთისთვის რეგიონალური მნიშვნელობის მქონე საკითხების განხილვა. მათ შორის, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელების პროგრესი, გარემოსდაცვითი ეკონომიკური ანგარიშები, მიგრაციის სტატისტიკა, დიდი მონაცემები და სხვა.

„მისასალმებელ სიტყვაში გოგიტა თოდრაძემ ისაუბრა პანდემიის დროს ჩვენს ქვეყანასა და მსოფლიო სტატისტიკის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. მან შეხვედრის მონაწილეებს გაეროს ESCAP-ის სტატისტიკური კომიტეტის მეშვიდე სხდომის შესახებ მიღებული პოზიტიური გამოხმაურებები და მათ განსახორციელებლად ბიუროს მიერ ჩატარებული სამუშაოები გააცნო. შეხვედრას ბიუროს წევრები, გაეროს ESCAP-ის სტატისტიკური განყოფილებისა და სხვადასხვა ქვეყნების სტატისტიკის სამსახურების ხელმძღვანელი პირები, ასევე საერთაშორისო და არასამთავრებო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის ბოლოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა მადლობა გადაუხადა გაეროს ESCAP-ის სტატისტიკის სამდივნოსა და მონაწილეებს, ღონისძების ორგანიზებისა და მომავალი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა“,-აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია