ლადო კახაძე - ლიბერალებს კომფორტული უსაფრთხოება აწყობთ, მაგრამ ჩვენ მოწოდებული ვართ და ექიმებმა უნდა ვთქვათ, რომ კომფორტი უნდა იყოს უსაფრთხო!

ლიბერალებს კომფორტული უსაფრთხოება აწყობთ, მაგრამ ჩვენ მოწოდებული ვართ და ექიმებმა უნდა ვთქვათ, რომ კომფორტი უნდა იყოს უსაფრთხო! - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლადო კახაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც ღია სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები წარადგინა.

ლადო კახაძის თქმით, იმისათვის, რომ კოვიდ 19-თან ბრძოლაში ვაქცინაციასთან ერთად წარმატება იყოს მიღწეული და შესაძლებელი გახდეს ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნება, პირბადე მოსახლეობის არანაკლებ 95%-მა უნდა ატაროს. დეპუტატის თქმით, ახლა ეს მაჩვენებელი 75%-ია და აღნიშნული ციფრი დამაკმაყოფილებელი არ არის.

„იურიდიული პირები საკითხს ძალიან პასუხისმგებლიანად მოეკიდნენ, ძალიან დიდი სამუშაო გასწიეს ამ მიმართულებით. ყველანაირად მზად არიან, ერთი დაძახება და ბიზნესი გაიხსნას. ქვეყანა სწორედ აქეთკენ მიდის“, - განაცხადა ლადო კახაძემ.

პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, პარლამენტის წევრების დიმიტრი ხუნდაძის, ზაზა ლომინაძის, რამინა ბერაძის და ლადო კახაძის საკანონმდებლო ინიციატივა განიხილა, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას - ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, პანდემიის დროს ღია საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისათვის. ამასთანავე, კანონპროექტით დგინდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა (ჯარიმა 50 ლარის ოდენობით) პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს ღია ან დახურულ საჯარო სივრცეში და საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევისათვის.

პროექტში მითითებულია, რომ პირბადის ტარების წესს (მათ შორის, ღია საჯარო სივრცეში და დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესს) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგენს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს