ბაღდათის მუნიციპალიტეტის ზედა დიმის მოსახლეობამ აქცია გამართა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ზედა დიმის მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივები ხიდის დანგრევას აპროტესტებს. მათი თქმით, ხიდი გაფრთხილების გარეშე დაანგირეს, რის გამოც ექვს სოფელს პრობლემა შეექმნა.

მოსახლეობის თქმით, შეთანხმებული იყვნენ, რომ ცენტრალურ ხიდს საფეხმავლო ხიდის აშენების შემდეგ დაანგრევდნენ, თუმცა ასე არ მოხდა.

ადგილობრივების თქმით, ხიდთან ერთად დაზიანდა სასმელი წყლის ცენტრალური მილი და ორი დღეა წყალი არ მიეწოდებათ. ამასთან, ვერ ხერხდება მაღაზიების პურით და პროდუქტით მომარაგება.

ადგილობრივები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, ქალაქში ჩასვლა შემოვლითი გზით უწევთ, რაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ისინი საფეხმავლო ხიდის დაუყოვნებლივ გაკეთებას მოითხოვენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს