ქობულეთში, 14 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ბაბუის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ქობულეთში, 14 წლის ნინი ცეცხლაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ბაბუის სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს.

ბრალდებულის ადვოკატმა საქმესთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა.

როგორც ცნობილია, პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

ბრალდებულის, სოლომონ ცეცხლაძის საქმეს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე განიხილავს.

პროკურატურის ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი არასრულწლოვანი გოგონას თვითმკვლელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ს.ც.-ს ბრალდება არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, განხორციელებული ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე წარუდგინა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, დაკავების შემდეგ დაკითხვისას ს.ც.-მ 2020 წლის 10 დეკემბრის ეპიზოდი აღიარა და განაცხადა, რომ აღნიშნულ დღეს მან შვილიშვილის მიმართ ძალადობა განახორციელა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს