ხატია დეკანოიძე - თუ ფიქრობენ, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის შენობაზე შტურმის მიტანა შესაძლებელია, მაშინ ეს ,,ქართული ოცნების” დასასრული იქნება

მინდა გავაფრთხილო საქართველოს ხელისუფლება და ყველა ის ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ რაიმე სახით შესაძლებელია მახინჯი კანონის აღსრულება, ამაში ისინი გადაიხდიან ძალიან დიდ ფასს, - ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის შენობაზე შტურმის მიტანა, ,,ქართული ოცნების” დასასრული იქნება.

,,სასამართლო სხდომაზე, რომელიც ახლა მიმდინარეობს ბრალდების მხარის არგუმენტები არის თავიდან ბოლომდე აბსურდული და პოლიტიკური მართლმსაჯულების კლასიკური ნიმუში. დღეს ამ სასამართლოში სამართლიანობისთვის მნიშვნელოვანი განაჩენი არ იქნება გამოტანილი და იქნება პოლიტიკური. ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი იმყოფება ადგილზე, ვართ ძალიან შემართებით, ეს ეხება ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის საქმეს და თუ გვსურს ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლა ამას უნდა ვაკეთებდეთ ყველა ფეხის ნაბიჯზე.

თუ სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა, არ ვაპირებთ, რომ დავუთმოთ ამ ხელისუფლებას და პირადად გავრილოვს. მინდა გავაფრთხილო საქართველოს ხელისუფლება და ყველა ის ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ რაიმე სახით შესაძლებელია მახინჯი კანონის აღსრულება, ამაში ისინი გადაიხდიან ძალიან დიდ ფასს. თუ ფიქრობენ, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის შენობაზე შესაძლებელია შტურმის მოტანა, მაშინ ,,ქართული ოცნების” დასასრული იქნება”, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა