ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო რუსეთს ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო რუსეთს დაპატიმრებული ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მან მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის მთავრობას ნავალნის გათავისუფლების თაობაზე სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესის თანახმად და მიუთითებს, რომ ეს ღონისძიება გამოიყენება დაუყოვნებლივ.

აქვე საუბარია, რომ სასამართლომ გაითვალისწინა განმცხადებლის სიცოცხლისთვის არსებული საშიშროების ხასიათი და დონე. სასამართლო რეგლამენტის 39-ე წესს მაშინ იყენებს, თუ განმცხადებლის ჯანმრთელობის ან სიცოცხლისთვის არსებულ საფრთხეებს ხედავს.

რუსეთის იუსტიციის მინისტრი, კონსტანტინ ჩუიჩენკო აცხადებს, რომ მოთხოვნა ალექსეი ნავალნის პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ არ არის აღსრულებადი, რომ ის ეწინააღმდეგება რუსეთის კანონმდებლობას და არ შეიცავს მითითებებს კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით.

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან მიღებული მოთხოვნა ნავალნის გათავისუფლებასთან დაკავშირებით უპრეცედენტოა რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში, ეს არის სუვერენული სახელმწიფოს სასამართლო საქმიანობაში აშკარა და უხეში ჩარევა”, - აცხადებს მინისტრი.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს