თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის ლაშა გოგიაშვილის ინიციატივით ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა.

აღნიშნულ შეხვედრას მერის მოადგილე მანუჩარ რობაქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდა.

ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნას, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებას და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში აქტიურად ჩართვას.

შეხვედრაზე მერმა ახალგაზრდებს სამომავლო გეგმები გააცნო, ასევე ისაუბრეს არსებულ გამოწვევებზე, მათი დაძლევის გზებზე, ახალგაზრდულ ინტერესებსა და საჭიროებებზე.

„ჩვენ ძალიან დიდ პოტენციალს ვხედავთ ახალგაზრდებში, დიდ რესურსს, რომელიც ჩვენი რაიონისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ უნდა იქნას გამოყენებული. თერჯოლაში ძალიან ბევრი ნიჭიერი და წარმატებული ადამიანია, რაც ძალიან მახარებს და მჯერა, რომ ძლიერ ახალგაზრდებს აქვთ უნარი იყვნენ ცვლილების განხორციელების ინიციატორები და იქცნენ აზრთა ლიდერებად, საკუთარ თანატოლებში ცოდნის/იდეების გამავრცელებლებად და ამასთან ერთად უზრუნველყოფენ ახალგაზრდობასთან დაკავშირებული საკითხების საუკეთესოდ ადვოკატირებას.

ჩვენი შეხვედრები არ არის სიმბოლური ხასიათის, არამედ ვიქნებით მიზანზე ორიენტირებულნი, იმისათვის, რომ ახალგაზრდებმა მოახერხონ საკუთარი პოტენციალის რეალიზება და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში აქტიურად ჩართვა, აუცილებელია მათში სხვადასხვა კომპეტენციის განვითარებას შეეწყოს ხელი“, - განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.

შეხვედრაზე ახალგაზრდებმა პრიორიტეტად მუნიციპალიტეტში ტურისტული და სპორტული ინფრასტრუქტურის, გარე განათების, სკვერების მოწყობა, ბიბლიოთეკების განახლება , სამუშაო ადგილების შექმნა დაასახელეს, ასევე აღნიშნეს, რომ ცნობიერების ამაღლების მიზნით სხვადასხვა თემაზე აუცილებელია ჩატარდეს ტრენინგები, ლიტერატურული საღამოები, კულტურული და სპორტული აქტივობები.

ასევე, დაინტერესების შემთხვევაში ახალგაზრდებს აქვთ საშუალება ჩაერთონ საკუთარი მუნიციპალიტეტის ყოველდღიურობაში და ყველა იმ პროექტის შესახებ მიიღონ დეტალური ინფორმაცია, რომელიც 2021 წელს არის დაგეგმილი.

მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილების მიმღები პირები პერიოდულად შეხვდებიან ახალგაზრდებს, მოისმენენ მათ ინიციატივებსა და რეკომენდაციებს, რაც გათვალისწინებული იქნება შემდგომ სამოქმედო გეგმაში. მსგავსი ფორმატის შეხვედრები ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ჩართულობას სხვადასხვა აქტივობებში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა