ფრიდონ ინჯია - ეროვნული მარეგულირებელი კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები არსებობს

„ევროპელი სოციალისტების“ ლიდერი, პარლამენტის წევრი ფრიდონ ინჯია ეროვნული მარეგულირებელი კომისიის მუშაობაში თემატური მოკვლევის ჩატარებას მოითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპელი სოციალისტები“ ავრცელებს.

ფრიდონ ინჯიამ აღნიშნული საკითხი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დააყენა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო კომიტეტის საქმიანობის 2021 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება.

„არსებობს სერიოზული, არგუმენტირებული შეკითხვები მარეგულირებელი კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით. დარღვევები იმდენად დიდია, რომ არ გამოვრიცხავ საჭირო გახდეს სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნა. მიმაჩნია მიზანშეწონილად, რომ სანამ მარეგულირებელი კომისია მუშაობის შესახებ პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს, უნდა მოხდეს მისი საქმიანობის თემატური მოკვლევა“, - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

„ევროპელი სოციალისტების“ ლიდერს მიაჩნია, რომ აუცილებელია საპარლამენტო კომიტეტების სტატუსის უფრო მაღალ დონეზე აყვანა, მით უფრო, ამას ისედაც ითვალისწინებს როგორც საქართველოს კონსტიტუცია, ასევე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი.

„ვინაიდან, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური მოწყობა გახლავთ საპარლამენტო რესპუბლიკა, მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებთან, კანონების შესრულებასთან მიმართებაში უნდა იყოს გაძლიერებული საპარლამენტო კონტროლი. მე ვისურვებდი, რომ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის 2021 წლის სამოქმედო გეგმაში და საერთოდ პარლამენტის საქმიანობაში ეს ხაზი იყოს უფრო მეტად გამოკვეთილი“, - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ფრიდონ ინჯია - ეროვნული მარეგულირებელი კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები არსებობს

„ევროპელი სოციალისტების“ ლიდერი, პარლამენტის წევრი ფრიდონ ინჯია ეროვნული მარეგულირებელი კომისიის მუშაობაში თემატური მოკვლევის ჩატარებას მოითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპელი სოციალისტები“ ავრცელებს.

ფრიდონ ინჯიამ აღნიშნული საკითხი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დააყენა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო კომიტეტის საქმიანობის 2021 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება.

„არსებობს სერიოზული, არგუმენტირებული შეკითხვები მარეგულირებელი კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით. დარღვევები იმდენად დიდია, რომ არ გამოვრიცხავ საჭირო გახდეს სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნა. მიმაჩნია მიზანშეწონილად, რომ სანამ მარეგულირებელი კომისია მუშაობის შესახებ პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს, უნდა მოხდეს მისი საქმიანობის თემატური მოკვლევა“, - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

„ევროპელი სოციალისტების“ ლიდერს მიაჩნია, რომ აუცილებელია საპარლამენტო კომიტეტების სტატუსის უფრო მაღალ დონეზე აყვანა, მით უფრო, ამას ისედაც ითვალისწინებს როგორც საქართველოს კონსტიტუცია, ასევე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი.

„ვინაიდან, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური მოწყობა გახლავთ საპარლამენტო რესპუბლიკა, მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებთან, კანონების შესრულებასთან მიმართებაში უნდა იყოს გაძლიერებული საპარლამენტო კონტროლი. მე ვისურვებდი, რომ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის 2021 წლის სამოქმედო გეგმაში და საერთოდ პარლამენტის საქმიანობაში ეს ხაზი იყოს უფრო მეტად გამოკვეთილი“, - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია