ავტომაგისტრალზე, ქარელი-გორის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 15-მდე ავტომობილი დაიმტვრა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის ქარელი-გორის მონაკვეთზე მომხდარი მასიური ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 15 ავტომობილი დაზიანდა და რამდენიმე ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანა ევაკუატორს შეეჯახა, რა დროსაც მაგისტრალის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმა შეჯახების თავიდან ასაცილებლად მანევრირება სცადეს, თუმცა, ლიპყინულის გამო, რამდენიმე ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა 15-მდე ერთეული ავტომანქანა, რამდენიმე ადამიანმა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო.

შემთხვევის შედეგად ავტობანზე მოძრაობა გარკვეული პერიოდით შეფერხდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

იხილეთ ვიდეო:ავტომაგისტრალზე, ქარელი-გორის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 15-მდე ავტომობილი დაიმტვრა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო