ნიკა მელია - საქართველოს მოსახლეობას ვულოცავ, ჩვენ დღეს გამარჯვებულები ვართ

მე საქართველოს მოსახლეობას ვულოცავ გამარჯვებას იმიტომ, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ დღეს! ჩვენ დღეს გამარჯვებულები ვართ არამხოლოდ პოლიტიკურად, არამხოლოდ ზნეობრივად, არამედ სულიერადაც“, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მელიას თქმით, „ახლა გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენის მანძილზეა“.

“ამ ყველაფრისთვის უამრავ ჩვენს წინაპარს უცხოვრია, რომ ებრძოლა და მოეპოვებინა ამ ბრძოლის შედეგად თავისუფლება და აგერ ვარ, ბრძოლის წინა ხაზზე, ფინიშის სწორზე, სადაც გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენის მანძილზეა. მინდა მთელმა საზოგადოებამ იცოდეს, წაშლილია ყოველგვარი პარტიული ატრიბუტიკა, ნიშანი, პარტიული პოლიტიკა დასრულებულია, არ არსებობს. არსებობს ორი მხარე, ეროვნული მოძრაობის ინტერესები, ქართული ეროვნული მოძრაობა და მეორე მხარეს ოკუპანტის ინტერესები და ივანიშვილის წარმომადგენლები. ან ვდგავართ ერთ მხარეს, ან ვდგავართ მეორე მხარეს. მიხარია ის,რასაც ახლა ვხედავ და ვგრძნობ, რომ აბსოლუტური უმრავლესობა ვდგავართ ისტორიის სწორ მხარეს. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის! - განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა მიიღო.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

ნიკა მელია - საქართველოს მოსახლეობას ვულოცავ, ჩვენ დღეს გამარჯვებულები ვართ

მე საქართველოს მოსახლეობას ვულოცავ გამარჯვებას იმიტომ, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ დღეს! ჩვენ დღეს გამარჯვებულები ვართ არამხოლოდ პოლიტიკურად, არამხოლოდ ზნეობრივად, არამედ სულიერადაც“, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მელიას თქმით, „ახლა გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენის მანძილზეა“.

“ამ ყველაფრისთვის უამრავ ჩვენს წინაპარს უცხოვრია, რომ ებრძოლა და მოეპოვებინა ამ ბრძოლის შედეგად თავისუფლება და აგერ ვარ, ბრძოლის წინა ხაზზე, ფინიშის სწორზე, სადაც გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენის მანძილზეა. მინდა მთელმა საზოგადოებამ იცოდეს, წაშლილია ყოველგვარი პარტიული ატრიბუტიკა, ნიშანი, პარტიული პოლიტიკა დასრულებულია, არ არსებობს. არსებობს ორი მხარე, ეროვნული მოძრაობის ინტერესები, ქართული ეროვნული მოძრაობა და მეორე მხარეს ოკუპანტის ინტერესები და ივანიშვილის წარმომადგენლები. ან ვდგავართ ერთ მხარეს, ან ვდგავართ მეორე მხარეს. მიხარია ის,რასაც ახლა ვხედავ და ვგრძნობ, რომ აბსოლუტური უმრავლესობა ვდგავართ ისტორიის სწორ მხარეს. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის! - განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა მიიღო.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი