აჭარის მთავრობის სახლთან ნიკა მელიას მხარდასაჭერად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ

აჭარის მთავრობის სახლთან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ. მათ ადგილზე კასრები აქვთ მიტანილი.

შეკრებილების განცხადებით, ამ ფორმით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს ნიკა მელიას სოლიდარობას უცხადებენ.

როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრი რეზო ხარაზი აცხადებს, რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლას არ შეწყვეტენ.

"ეს გზა გადის თითოეულ იმ ქართველზე, რომელიც დღეს ზის და ფიქრობს, რა იქნება ხვალ ჩვენი ქვეყნის მომავალი. დღეს 20 ივნისის გამოძახილია თავისუფლების კვარტლიდან.

მივმართავთ, ყველა ადამიანს, ვინც არის თავისუფალი, მაკო გომურის გამო, ვინც გავრილოვის გამო სისხლი დაღვარა, ჩვენ უნდა დავდგეთ ერთად.ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს ქვეყანაში დავამთავროთ რუსული ოკუპაცია. ამიტომ, რუსული ოკუპაცია თავისუფლების კვარტალში არის მთავარი. გავერთიანდეთ ქვეყნის გადასარჩენად, არა მელია, არამედ ქვეყანა გვაქვს გადასარჩენი",- განაცხადა რეზო ხარაზმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს