ქართული საერთაშორისო სისტემა ინტელიექსპრესი შორეული აზიის ქვეყნებში გზავნილების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამგზავნი სისტემაა

ფულადი გზავნილების საერთაშორისო სისტემა ინტელიექსპრესი აქტიურად მუშაობს შორეული აზიის მიმართულებებზე. სისტემას განსაკუთრებით კარგად იცნობენ ფილიპინებში, ინდონეზიაში, ნეპალსა და ბანგლადეშში. 2020 წელს საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ინტელიექსპრესი ასევე გაფართოვდა პაკისტანსა და შრი-ლანკაში. იგი აზიის ყველა ჩამოთვილ ქვეყანაში პირდაპირაა წარმოდგენილი. სისტემას აქვს სრული დაფარვა და საკუთარ სერვისს სთავაზობს აგენტ ბანკებს, პარტნიორ სისტემებსა და ორგანიზაციებს. ინტელიექსპრესი მომხმარებლებს გზავნილებს კონკურენტული ტარიფითა და კურსით სთავაზობს.

ფილიპინებში, ინტელიექსპრესი ყველაზე ფართო ქსელითაა წარმოდგენილი. ფილიპინები გზავნილების მიმღები ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქვეყანაა და მსოფლიოს მასშტაბით იმ ქვეყნების სამეულში შედის, სადაც ყველაზე მეტი თანხა იგზავნება. ფილიპინები ინტელიექსპრესისთვის პირველი შორეული აზიის მიმართულებაა და უკვე 8 წელია ამ მიმართულებით ახორციელებს გზავნილებს. თანამშრომლობს ფილიპინების ბაზარზე მოქმედ ყველა დიდ ბანკთან, სისტემასთან და ფოსტასთან. მოიცავს განაღდების 10 000-ზე მეტ წერტილს. განსაკუთრებით დიდია გზავნილების ნაკადი საბერძნეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან. ამ ქვეყნებში ინტელიექსპრესს საკუთარი ფილიალები აქვს. საბერძნეთიდან ფილიპინების მიმართულებით გზავნილების 35% სწორედ ინტელიექსპრესის საშუალებით იგზავნება. აქტიურად იგზავნება თანხები იტალიიდან, კვიპროსიდან, უკრაინიდან, საქართველოდან, თურქეთიდან და ისრაელიდან ფილიპინებშიც. ფილიპინებში სწრაფი ფულადი გზავნილის გარდა ინტელიექსპრესი ახორციელებს საბანკო ჩარიცხვებს და კომუნალურ გადახდებს, ასევე აქვს სხვადასხვა ადგილობრივი სერვისი.

ინდონეზიაში ინტელიექსპრესი თანამშრომლობს უმსხვილეს ბანკთან და სისტემასთან. აქვს 3000-ზე მეტი განაღდების წერტილი. ფულადი გზავნილების გარდა მომხმარებლებს სთავაზობს საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვებს. ინდონეზიის მიმართულებითაც გზავნილების მზარდი ნაკადია საბერძნეთიდან. 2020 წელს აღნიშნული მიმართულებით ინტელიექსპრესით გზავნილები 30%-ით გაიზარდა.

ერთ-ერთი მზარდი და მნიშვნელოვანი მიმართულებაა ინტელიექსპრესისთვის პაკისტანი. იგი გზავნილების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიმღები ქვეყანაა. პაკისტანში ინტელიექსპრესი წამყვან ბანკებთან და საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობს. გზავნილების ძირითადი ნაკადი ევროპის ქვეყნებიდან და დსთ-დან იგზავნება. დიდია გზავნილების მოცულობა უკრაინიდან და იტალიიდან.

ფართო ქსელი, 15000-მდე განაღდების წერტილი, აქვს ინტელიექსპრესს ნეპალში. გზავნილები ძირითადად იგზავნება საბერძნეთიდან, იტალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, კვიპროსიდან. აღნიშნულ ქვეყნებში ინტელიექსპრესს საკუთარი ფილიალები აქვს.

ინტელიექსპრესი სრულად ფარავს ბანგლადეშსაც. თანამშრომლობს 3 ბანკთან. ამ მიმრთულებით გზავნილები ძირითადად ევროპის ქვეყნებიდან, უკრაინიდან და დსთ-ს წევრი სახელმწიფოებიდან იგზავნება.

რაც შეეხება შრი-ლანკას განსაკუთრებით დიდია გზავნილების მოცულობა კვიპროსი - შრი-ლანკას მიმართულებით. ამ მიმართულებაზე გზავნილების მოცულობა თვიდან თვემდე იზრდება. შრი-ლანკაშიც მომხმარებლებს ორი ტიპის გზავნილის განხორციელება შეუძლიათ სწრაფი ფულადი გზავნილისა და საბანკო ჩარიცხვის.

გზავნილები შორეული აზიის ქვეყნებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ინტელიექსპრესისთვის. ამ მიმართულებით ქსელი მუდმივად ფართოვდება და მომავალში სისტემა ინდოეთსა და ჩინეთშიც იქნება წარმოდგენილი. ინტელექსპრესის სტრატეგიის ნაწილია რეგიონალური გაფართოება და აზიის გარდა, რომელიც უდიდესი ბაზარია, იგეგმება და მეთოდურად მიმდინარეობს სისტემის გაფართოება სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებშიც.

საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ინტელიექსპრესის ფილიალები საქართველოს გარდა დიდ ბრიტანეთში, საბერძნეთში, იტალიასა და კვიპროსშიც მდებარეობს, სადაც ქართველების გარდა ინტელიექსპრესის გუნდის წევრები ფილიპინელი, პაკისტანელი და ინდონეზიელი თანამშრომლებიც არიან.

საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ინტელიექსპრესი 70-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს. ლიცენზირებულია ევროკავშირის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთსა და საქართველოში. ასევე აქვს სპეციალური ლიცენზიები უკრაინის, სომხეთის, მოლდოვას, ფილიპინების, ინდონეზიის, ბანგლადეშის, ნეპალის, პაკისტანის და შრი-ლანკას ცენტრალური ბანკებიდან. ინტელიექსპრესის სისტემის საშუალებით ფულადი გზავნილების გაგზავნა და მიღება ევროპის, აზიის, აფრიკის, ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებშია შესაძლებელი.

(R)

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს