შსს-ს წარმომადგენელი „ნაცმოძრაობის“ ოფისთან შეკრებილებს - მოგიწოდებთ, გაათავისუფლოთ შესასვლელი, ეს პოლიციის კანონიერი მოთხოვნაა - არავის მოკვლას არ ვაპირებთ

ძალიან გთხოვთ, საშუალება მოგვეცით, შენობაში შევიდეთ, - ასე მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მოქალაქეებს, რომლებიც სამართალდამცველებს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

„ჯერ მოგვკალი. არ შეგიშვებთ“, - თავის მხრივ უპასუხეს მოქალაქეებმა სამართალდამცავებს.

„გამოტანილია სასამართლო განჩინება. უნდა შევიდეთ და განვახორციელოთ განჩინებით გათვალისწინებული ზომები. მოგიწოდებთ, გაათავისუფლოთ შესასვლელი, ეს პოლიციის კანონიერი მოთხოვნაა.

არავის მოკვლას არ ვაპირებთ, დაემორჩილეთ კანონიერ მოთხოვნას, ძალიან გთხოვთ, საშუალება მოგვეცით, შენობაში შევიდეთ. ადგილი არ ჰქონდეს წინააღმდეგობის გაწევას“,-განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

"ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მივიდნენ.

როგორც მათ ჟურნალისტებთან განაცხადეს, ნიკა მელიასთვის სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების გადაცემას აპირებენ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა