კონსტანტინე ანანიაშვილი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ინტენსიური თოვის გამო შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურის უფროსი კონსტანტინე ანანიაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ნოზაძესთან ერთად მლეთაში იმყოფებოდა, სადაც საავტომობილო მონაკვეთი მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაური(ფოსტა) და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე, ინტენსიური თოვის გამო შექმნილ პრობლემებს გაეცნო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს, აღნიშნულ ტერიტორიაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია და სიტუაციას ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აკონტროლებენ.

მათივე ცნობით, კონსტანტინე ანანიაშვილმა სახელმწიფო რწმუნებულისგან პირადად მიიღო ინფორმაცია თუ რა ხდება გზებზე და რა მდგომარეობაა სოფლებში ელექტრო ენერგიის მიწოდების მხრივ. სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, შესაბამისი სამსახურები 24 საათიან რეჟიმში ახორციელებენ გზებზე ტექნიკური მარილის დაყრას, ასევე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, რომელიც გზებზე გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ძლიერმა ნალექმა დააზიანა ელექტრო გადამცემი ხაზები, შესაბამისი სამსახურები ამ პრობლემის მოსაგვარებლად მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და ამ დროისთვის აბონენტების უმეტესობას დენი ჩვეულ რეჟიმში, შეფერხებების გარეშე მიეწოდებათ.

„ქვეყნის მასშტაბით არის უხვი ნალექი, რიგ რეგიონებში შეიქმნა პრობლემები,ამ ეტაპისთვის აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება ავტომანქანებით აკრძალულია, სიტუაციას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს, შესაბამისი სამსახურები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ რათა მოხდეს პრობლემების დროული ლიკვიდაცია, ველოდებით ამინდის გაუმჯობესებას რათა მოხდეს დაკეტილი მონაკვეთის გაწმენდითი სამუშაოები“, - განაცხადა კონსტანტინე ანანიაშვილმა.

„ნატახტარი-მლეთის მონაკვეთზე ინტენსიურ რეჟიმში ხდება გზის გაწმენდითი სამუშაოები, იშლება ტექნიკური მარილი. პრობლემები შეგვექმნა მაღალმთიან დასახლებებში ელექტრო-ენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით, თუმცა შესაბამისი სამსახურების თავდაუზოგავი შრომით სოფლების უმეტესობას დენის მიწოდება აღუდგა“, - განაცხადა დავით ნოზაძემ.

ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა