დავით ბაქრაძე - მინდა დავადასტურო ჩვენი მზადყოფნა, რომ დავუბრუნდეთ მოლაპარაკებების მაგიდას - ესაა ქართული საზოგადოების, ოპოზიციური სპექტრის და პირადად ნიკა მელიას გამარჯვება

მინდა დავადასტურო ჩვენი მზადყოფნა, რომ დავუბრუნდეთ მოლაპარაკებების მაგიდას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში განაცხადა.

მისი განცხადებით, შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის გზა მოლაპარაკებაა.

„ესაა ქართული საზოგადოების, ქართული ოპოზიციური სპექტრის და პირადად ნიკა მელიას გამარჯვება. იმიტომ, რომ ყველამ ერთად ვაჩვენეთ, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკურ დევნას, შერჩევით სამართალს, დაპირისპირებას, აგრესიას, რომლის გამოწვევასაც „ქართული ოცნება“ ცდილობს, მომავალი არ აქვს. მაგრამ, დღეს მთავარი გახლავთ არა ნიშნის მოგება და საუბარი მიღწეულ შედეგზე, მთავარი ისაა, როგორ შევძლოთ ყველამ ერთად, რომ ქვეყანაში სტაბილურობა, სიმშვიდე და წესრიგი იყოს. ამისთვის ერთადერთი შესაძლებლობა არსებობს, ესაა შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა მოლაპარაკებების გზით და მინდა დავადასტურო ჩვენი მზადყოფნა, რომ დავუბრუნდეთ მოლაპარაკებების მაგიდას, დავუბრუნდეთ იმ საკითხების განხილვას, რომელიც აუცილებელია ქვეყანაში სიმშვიდისთვის, ესაა რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, ეს გახლავთ პოლიტიკური დევნის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება, საარჩევნო სისტემის იმგვარად ცვლილება, რომელიც სამომავლოდ არჩევნების ნორმალურად ჩატარებას უზრუნველყოფს“,- აღნიშნა ბაქრაძემ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს