ზვიად შალამბერიძემ, თერჯოლის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, თერჯოლაში მცხოვრებ ორ სოციალურად დაუცველ ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადასცა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, თერჯოლაში მცხოვრებ ორ სოციალურად დაუცველ ოჯახს საცხოვრებელი სახლი გადასცა.

ზვიად შალამბერიძემ ოჯახებს ახალმოსახლეობა მიულოცა და საჭიროების შემთხვევაში გვერდით დგომას დაპირდა.

„დღეს ჩვენ გადავეცით ორ ოჯახს ახალი აშენებული სახლი. თერჯოლაში პროექტი წარმატებით გრძელდება. მიმდინარე და მომავალ წელსაც კიდევ ახალი სახლები დაემატება თერჯოლის მუნიციპალიტეტს და გადაეცემა იმ მოსახლეობას, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება. პროგრამის ფარგლებში, სახლების ასაშენებლად თანხა სრულად გამოიყო ადგილობრივი ბიუჯეტიდან. მსგავსი პროგრამები იმერეთში სახვადასხვა მუნიციპალიტეტში თანადაფინანსების პრინციპით ხორციელდება. ამ მიმართულებით სოციალურ პროგრამას რეგიონის მასშტაბით რა თქმა უნდა მომავალშიც გავაგრძელებთ“ , - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახები ახალ სახლებში იცხოვრებენ. სოფელ ჩხარში სახლი გადაეცა ფანჩულიძეების ოჯახს. დღემდე ბებია და შვილიშვილი დაზიანებულ ხის სახლში ცხოვრობდნენ. შენობა რეაბილიტაციასაც არ ექვემდებარებოდა.

ასევე, საჭიროებდა დახმარებას სოფელ ქვედა სიმონეთში მცხოვრები არაბიძეების ოჯახი. დედა-შვილი სოციალურად დაუცველები არიან.

სოფელ ჩხარში და სოფელ ქვედა სიმონეთში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სახლები, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამის „სახლდაზიანების“ ფარგლებში აშენდა.

„სახლდაზიანების” პროგრამის ფარგლებში სამი სახლი უკვე აშენდა. მიმდინარე წელს კიდევ 5 ოჯახი ისარგებლებს აღნიშნული პროგრამით. 2021 წელს, ამ მიმართულებით ადგილობრივ ბიუჯეტში 175 000 ლარია გამოყოფილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა