ფიქრია ჩიხრაძე - გახარიამ მნიშვნელოვანი გზავნილი დაგვიტოვა, რომ „ოცნებაში“ შიდა დაპირისპირებაა - კრიზისის განმუხტვაზე ორიენტირებული ფრთა დამარცხდა, ღარიბაშვილის დაბრუნება კი სამოქალაქო დაპირისპირების რისკის შემცველია

გიორგი გახარიამ მნიშვნელოვანი გზავნილი დაგვიტოვა, როგორც ქართულ საზოგადოებას, ისე საერთაშორისო საზოგადოებას, რომ „ქართულ ოცნებაში“ არის შიდა დაპირისპირება. დიალოგზე, კრიზისის განმუხტვაზე ორიენტირებული ფრთა დამარცხდა და გახარია ამის გამო წავიდა, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც ჩიხრაძემ განმარტა, პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის გადაწყვეტილებით გიორგი გახარიამ თავი გადაირჩინა.

„გახარიას გადადგომიდან ღარიბაშვილის დასახელებამდე - ეს ძალიან საინტერესო მონაკვეთია და ალბათ, ასე უნდა შევაფასოთ ჩვენც. მიუხედავად იმისა, რა ხმები დადიოდა გახარიასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, მმართველი გუნდი აპირებდა თუ არა უახლოეს ხანში მართლაც მის გადაყენებას და შემცვლელის მოძებნას, მე ვთვლი, რომ მაინც მნიშვნელოვანი იყო მისი დღევანდელი ეს გადაწყვეტილება. დიდი ალბათობით, მან თავი გადაირჩინა - პირადი მოტივაცია, რომელიც უნისონში აღმოჩნდა სახელმწიფოს ინტერესთანაც. მან საკმაოდ მნიშვნელოვან დროს, მნიშვნელოვან მომენტში გადადგა ეს ნაბიჯი. გახარიას ჰქონდა გადასარჩენი ერთის მხრივ ის, რომ მას ძალიან დიდ სიმძიმედ ეწვა 20 ივნისის ამბავი, ის ასე მარტივად ამ პასუხისმგებლობისგან მაინც ვერ დაიხსნის თავს, რადგან იყო თუ არა ბრძანების გამცემი, მასზე თანამდებობრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა იყო. იმ ციკლის გამწვავება გვაქვს, კრიზისი იქიდან დაიწყო და ღრმავდება, ღრმავდება და ისევ გავრილოვის კრიზისში ვართ. მან ერთის მხრივ, ალბათ, მიგვანიშნა, რომ მაშინაც არ უნდოდა ეს ამბავი, მაგრამ ეს მოხდა და დღეს განაცხდა ამის თაობაზე. მან მნიშვნელოვანი გზავნილი დაგვიტოვა როგორც ქართულ საზოგადოებას, ისე საერთაშორისო საზოგადოებას, რომ „ქართულ ოცნებაში“ არის შიდა დაპირისპირება, ყოველ შემთხვევაში, დიალოგზე, კრიზისის განმუხტვაზე ორიენტირებული ფრთა დამარცხდა, ვერ გაიტანეს თავისი პოზიცია და გახარია ამის გამო წავიდა. ასპარეზზე დარჩა ის, ვინც დესტრუქციულია და ის, ვინც დაპირისპირებაზეა ორიენტირებული“,- განაცხადა ჩიხრაძემ.

მისივე განმარტებით, პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნა სამოქალაქო დაპირისპირების რისკის შემცველია.

„ღარიბაშვილის მეორედ მოსვლა პრემიერ-მინისტრის რანგში ყველაზე ცუდი გადაწყვეტილებაა ამ ვითარებაში, რაც კი შეიძლებოდა ყოფილიყო. როცა ბიძინა ივანიშვილი წავიდა, გზავნილი დაგვიტოვა, ჩემ ნაცვლად პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძეს ვტოვებო, ეს იყო გზავნილი, რომ დესტრუქციულ პოლიტიკას აუნთეს მწვანე ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით. დღეს, უკვე ირაკლი კობახიძის და გუნდის გადაწყვეტილება ირაკლი ღარიბაშვილის ისევ შემოყვანაზე, ნიშნავს იმას, რომ ისინი უკიდურეს გამწვავებაზე მიდიან. ირაკლი ღარიბაშვილის ამ თანამდებობაზე დაბრუნება, ქართულ საზოგადოებას და „ქართულ ოცნებას“ ვაფრთხილებ, სამოქალქო დაპირისპირების რისკის შემცველია, რადგან ღარიბაშვილი არის პერსონა, რომელსაც არავითარი პასუხისმგებლობა არ გააჩნია, არ გააჩნია არანაირი შემაკავებელი მექანიზმები“, - განაცხადა ჩიხრაძემ.

კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
დიმიტრი შველიძე - რუსული ოკუპაციის 100 წლისთავზე მთავარია გვახსოვდეს - ყოფილი მეტროპოლია ფარული ჩარევით, მშვიდად უყურებს საქართველოში პოლიტიკური ბანაკების გაუთავებელ ომს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.02.2021
კომპანია "სილქნეტი" განცხადებას ავრცელებს
როგორ შეუძლიათ ბიზნესებს თანამშრომელთა სამუშაო საათები ავტომატურად აღრიცხონ?
ბაკურიანის მსოფლიო თასის ეტაპებისთვის რეგისტრაცია დასრულებულია
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან არსებულმა დაზარალებულთა ნდობის ფონდმა საქართველოსთვის დახმარების პროგრამა დაამტკიცა
ლაბორატორია „მეგალაბში“ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის დადგენაა შესაძლებელი