ბორჯომის მერიის წარმომადგენლებმა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, დაბა წაღვერის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა

ბორჯომის მერიამ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, დაბა წაღვერში მცხოვრებ მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, შეხვედრაზე გამოვლინდა ის პრიორიტეტული პროექტი, რასაც პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა მოხმარდება.

„წაღვერში მცხოვრებლებმა ხმათა უმრავლესობით დაბის ცენტრში არსებული სანიაღვრე არხის მოწესრიგება და კეთილმოწყობა მოითხოვეს. დღეს, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში შეხვედრები გაიმართა დაბაში, ტიმოთესუბანსა და მზეთამზეში. მზეთამზეში ადგილობრივებმა სპორტულ მოედნამდე მისასვლელ გზაზე განათების დამონტაჟება მოითხოვეს, დაბაში ფანჩატურის მოწყობა და სკვერის რეაბილიტაცია შეირჩა, რაც შეეხება ტიმოთესუბანს აქ პრიორიტეტად თავშეყრის ადგილის კეთილმოწყობა დასახელდა. ადგილობრივ მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები 24 თებერვლამდე გაგრძელდება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სასურველ პროექტებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის 33 სოფელში შეარჩევენ. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიზანია, სოფლებში სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების დაფინანსება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა