ვისოლ ჯგუფმა რიგით მე-6 სავაჭრო ცენტრი, "ფოთი მოლი" გახსნა

"ვისოლ ჯგუფის" შვილობილმა კომპანია “MP Development” -მა ქ. ფოთში სავაჭრო ცენტრი „ფოთი მოლი“ გახსნა.

როგორც "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ, აღნიშნა, ეს „ვისოლ ჯგუფის“ რიგით მე-6 სავაჭრო ცენტრია, სადაც 150-მდე ადგილობრივი დასაქმდა.

ზოგადად სავაჭრო ცენტრების მშენებლობა ჩვენი ჯგუფისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. „ფოთი მოლი“ - არის ჩვენი რიგით მეექვსე სავაჭრო ცენტრი. ის ფაქტი, რომ ეს მოლი ქ. ფოთში გაიხსნა განსაკუთრებულად გვახარებს, რადგან იგი პირველი სავაჭრო ცენტრიქ. ფოთისთვის და ამ ფაქტს განსაკუთრებული სიხარულით შეხვდა ადგილობრივი მოსახლეობა. ამ სავაჭრო ცენტრის გახსნით შეიქმნა საკმაოდ თანამედროვე და კარგი სივრცე. ვფიქრობთ, შენობაც საინტერესო არქიტექტურით გამოირჩევა“, - აღნიშნა სოსო ფხაკაძემ.

"ფოთი მოლში" რამდენიმე ცნობილი ბრენდია წარმოდგენილი, მათ შორისაა „ვისოლ ჯგუფის“ პარტნიორი კომპანია „კარფური“. როგორც სოსო ფხაკაძემ განმარტა, ამ ეტაპზე დამატებით რამდენიმე სხვა ცნობილ ბრენდთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

"ფოთი მოლი" ქალაქის ცენტრში მდებარეობს და 3000 კვადრატულ მეტრს მოიცავს. სავაჭრო ცენტრში კი სავაჭრო ფართები ორ სართულზეა განთავსებული.

"განსაკუთრებით რეგიონებში სხვადასხვა ტიპის ბიზნესების განვითარება, ვფიქრობ, წინ გადადგმული ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ბიზნეს კომპანია ვითარდება რეგიონებში და ყველას მოვუწოდებ, რომ ჩვენი ქვეყნის რეგიონალური განვითარების პერსპექტივებით კიდევ უფრო მეტად დაინტერესდეთ.“ - აღნიშნა სოსო ფხაკაძემ.

"ფოთი მოლის" პროექტის საინვესტიციო ღირებულება 6 მილიონ ლარს შეადგენს. რაც შეეხება ამ მიმართულებით სამომავლო გეგმებს, "ვისოლ ჯგუფი" რიგით მე-7 სავაჭრო ცენტრს ქ. რუსთავში მიმდინარე წლის მეორე ნახევარში გახსნის, სადაც შენობის საერთო ფართი 20. 000 კვადრატული მეტრი იქნება.

რაც შეეხება ქ. ფოთს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში დავაკვირდებით სავაჭრო ცენტრის მუშაობას და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას როდის შევიდეთ ამ ქალაქში ჩვენს ჯგუფში შემავალი სხვა ბრენდებითაც“, - აღნიშნა სოსო ფხაკაძემ.

(R)

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის