დავით ბაქრაძე - ჩემი რჩევა ნიკა მელიას მიმართ იქნებოდა, ვიდრე ვითარება პოლიტიკურად არ გაირკვევა და არ დალაგდება, თავი აარიდოს გარეთ გასვლას და ხელისუფლების მხრიდან პროვოცირების შესაძლებლობას

ჩემი რჩევა ნიკა მელიას მიმართ იქნებოდა, რომ ვიდრე ვითარება პოლიტიკურად არ გაირკვევა და არ დალაგდება, თავი აარიდოს გარეთ გასვლას და ხელისუფლების მხრიდან პროვოცირების შესაძლებლობას,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც „ქართული ოცნების“ რადიკალური ნაწილი ჯერ კიდევ მთავარ ამოცანად მიიჩნევს არა ამ ქვეყანაში მშვიდობას, არამედ საკუთარი ძალაუფლების დემონსტრირების გამო, ქვეყნის სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიყვანას, საფრთხე არსებობს.

„როცა ასე უყურებს დღევანდელი „ოცნების“ ხელისუფლება, რა თქმა უნდა, საფრთხე არსებობს, ამიტომ ჩემი რჩევა ნიკა მელიას მიმართ იქნებოდა, რომ სანამ ვითარება პოლიტიკურად არ გაირკვევა და არ დალაგდება, თავი აარიდოს გარეთ გასვლას, თავი აარიდოს ხელისუფლების მხრიდან პროვოცირების შესაძლებლობას და ნუ მივცემთ შანსს ხელისუფლებას, რომ ამ შემთხვევაში და ამ საქმეში, სადაც თავიდან ბოლომდე მტყუანია, მიაღწიოს ისეთ გამარჯვებას, რომელიც შემდეგ ქვეყანაში მოიტანს კიდევ დაპირისპირებას და დაძაბულობის მორიგ ტალღას,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, დღეს ქვეყანაში არსებობს მოვლენების განვითარების ორი სცენარი და პირველი, გულისხმობს მეტ აგრესიას და დღევანდელი კრიზისის მეტად გაღრმავებას. ბაქრაძის თქმით, მოვლენების ამ სცენარით განვითარება „ქართულ ოცნებას“ სურს.

„ყველამ უნდა გაიგოს, რომ ეს არის გზა, რომელიც დაღუპვამდე მიიყვანს „ქართულ ოცნებას“, მაგრამ დააზიანებს ქართულ სახელმწიფოსაც, ამიტომ თუ „ქართული ოცნების“ რადიკალური ჯგუფი მზად არის, რომ საკუთარ სკამებს და საკუთარი ძალაუფლების ხიბლს გადააყოლოს ქართული სახელმწიფო, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების მომავალი, ეს იქნება მათი არჩევანი, რომელიც, პირველ რიგში, ამ ჯგუფს და „ქართულ ოცნებას“ დაასრულებს.

მეორე გზა არის დიალოგის გზა, გზა იმისკენ, რომ მოვძებნოთ საერთო წერტილები და მოვძებნოთ ამ კრიზისიდან მშვიდობიანი გამოსავალი და ეს მშვიდობიანი გზა გადის ელჩების მონაწილეობით მოლაპარაკებაზე, საარჩევნო სისტემის შეცვლაზე, ახალ არჩევნებზე და ვითარების დამშვიდებაზე. ეს არის გზა, რომელსაც ირჩევს ოპოზიცია. ჩვენი ამოცანა არ არის კონფრონტაცია, ჩვენი ამოცანა არ არის ამ ქვეყანაში არეულობა და დაძაბულობა, დღესვე მზად ვართ დავსხდეთ მოლაპარაკებათა მაგიდასთან ელჩების მონაწილეობით, დღესვე დავიწყოთ საუბარი იმ კრიზისიდან გამოსავალზე, რომელშიც „ქართული ოცნების“ რადიკალებმა შეგვიყვანეს ყველა ერთად,“- განაცხადა ბაქრაძემ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ