გიგი უგულავა - ფაქტია, რომ ხელისუფლება კრიზისს უყურებს როგორც სირაქლემა, რაც არ უნდა თავი ჩარგონ, კრიზისი მაინც კრიზისად დარჩება

ფაქტია, რომ ხელისუფლება კრიზისს უყურებს როგორც სირაქლემა, რაც არ უნდა თავი ჩარგონ, კრიზისი მაინც კრიზისად დარჩება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მოქმედებას ჩვეული რეჟიმით, ერთ დიდ ოჯახად აგრძელებენ.

„კრიზისი გაღრმავდა მას შემდეგ, რაც გახარია გადადგა. ბევრი აქებდა მის გადაწყვეტილებას. მე მიმაჩნია, რომ გახარიასგან პრემიერ-მინისტრი დადგებოდა მაშინ, როდესაც არა თვითონ გადადგებოდა, არამედ გადააყენებდა იმათ, ვინც უკანონო ბრძანების შესრულებას აპირებდა. ვგულისხმობ შს მინისტრს და დანარჩენებს, თუ არიან ასეთი ცხელთავიანები მთავრობაში.

ჩვენ უკვე ცალსახად ვხედავთ ხელისუფლების მიმართ ცალსახა მოწოდებას, რომ არ გამოიყენონ ძალა და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას, ეს არის ოპოზიციის საერთო მოთხოვნა. მოლაპარაკებები დატოვა ხელისუფლებამ მას შემდეგ, რაც გადაწყვიტა დაპატიმრებების გზით იაროს. შარშან მოხდა ანალოგიური, როდესაც დამიჭირეს მე და ამით ჩაშალეს მოლაპარაკებები. ერთი და იმავე ფოცხს ფეხს აბიჯებს მთავრობა, მათ ჭკუა არ ჰყოფნით და იგივეს აგრძელებენ.

როგორი რეჟიმითაც ვართ, იმ რეჟიმით გავაგრძელებთ, ვიკრიბებით, ვსაუბრობთ, ძველ დროს ვიხსენებთ. აქ ბევრი ადამიანი მოდის, მათ შორის დაპირისპირებული წარსულით, ვცდილობთ ერთმანეთის შერიგებას და ჯერჯერობით ვახერხებთ. ვესაუბრებით ხოლმე რაიონიდან ჩამოსულ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს, ჩვეულებრივად ვცხოვრობთ ერთ დიდ ოჯახად. ველოდებით თავდასხმას ამ პაჭანიკებისგან, გაბედავენ - ძალიან ცუდი, თუ არ გაბედავენ, მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს“, - აღნიშნა გიგი უგულავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო