ვახუშტი მენაბდის განცხადებით, ვერსია, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებიდან 8-ის პროფესიული ნიშნით და 9 წევრის პარტიული ნიშნით არჩევას გულისხმობს, მემორანდუმის მიზნებს არ იზიარებს

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლის ვახუშტი მენაბდის განცხადებით, საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის მიერ საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების შემოთავაზებული ვერსია, რომელიც ადმინისტრაციის წევრებიდან 8-ის პროფესიული ნიშნით და 9 წევრის პარტიული ნიშნით არჩევას გულისხმობს, მემორანდუმის მიზნებს არ იზიარებს.

მისივე თქმით, ის ამბიცია, რაც ამ მემორანდუმს აქვს, ამ ნაწილში მიუღწეველი დარჩება, თუ ეს შემოთავაზებული ვერსია, ამ ფორმით, იხილავს სინათლეს.

„რაც შემოგვთავაზეს, ეს მოდელი საარჩევნო ადმინისტრაციაში გულისხმობს 8 პროფესიულ წევრს ანუ არსებულ 6-ს კიდევ ორი დაემატება და 9 პარტიულ წარმომადგენელს ანუ ცესკოში თითო საპარლამენტო პარტიიდან თითო წარმომადგენელი დაინიშნება.

ჩვენი აზრით, ეს კონსენსუსური მოდელი არაა, ის კონსენსუსური, მოდელი, რაზეც ამდენი ხანია ვსაუბრობთ და რაც ცესკოს მუშაობის პრინციპის არსებითად ფუნდამენტური გადახედვა შეიძლება ყოფილიყო. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის ამბიცია რაც ამ მემორანდუმს აქვს, ამ ნაწილში მიუღწეველი დარჩება, თუ ეს შემოთავაზებული ვერსია, ამ ფორმით რა ფორმითაც განვიხილეთ, იხილავს სინათლეს.

ჩვენ ვმუშაობდით ამ პროცესში იმისთვის, რომ ცესკოს დაკომპლექტებაში ოპოზიციის მონაწილეობის ხარისხი გაზრდილიყო. კონსენსუსით, ორმხრივი მხარდაჭერით დაკომპლექტებულიყო ცესკო. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, ამას არ იზიარებენ დეპუტატები, რაც ვფიქრობთ, რომ მემორანდუმის მიზნებს ეწინააღმდეგება“, - განაცხადა მენაბდემ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო