ბადრი ჯაფარიძე - პოლიტიკური შეთანხმება სჭირდება არა ოპოზიციას, არამედ საქართველოს

„ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივნის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა უნდა გაითავისოს, რომ პოლიტიკური შეთანხმება არა ოპოზიციას, არამედ საქართველოს სჭირდება.

მისივე თქმით, რთული ვითარებიდან, ერთადერთი გამოსავალი ვადამდელ არჩევნებზე კონკრეტული თარიღის შეთანხმებაა.

„საერთაშორისო პარტნიორები მოუწოდებენ „ქართულ ოცნებას", გადახედონ საკუთარ პოზიციებს და ხისტ მიდგომებს, იმისთვის, რომ ქვეყანა კიდევ უფრო არ შევიდეს ღრმა ჩიხში, საიდან გამოსვლა ჩვენ ქვეყანას ძალიან გაუჭირდება. ახლა არის ის მომენტი და ის შესაძლებლობა, როდესაც ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ ესკალაცია, თუკი „ქართული ოცნება" გაითავისებს, რომ პოლიტიკური შეთანხმება სჭირდება არა ოპოზიციას არამედ საქართველოს. ამით ჩვენ შევძლებთ შევაჩეროთ კრიზისი და გავაერთიანოთ ძალისხმევა იმისთვის, რომ ყველა ერთად გავუმკლავდეთ ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს