ადამიანის უფლებათა ცენტრმა N8 პენიტენციური დაწესებულების მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა

ადამიანის უფლებათა ცენტრმა, N 8 პენიტენციური დაწესებულების მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშში წარმოდგენილია 2020 წლის აგვისტოში N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები და რეკომენდაციები.

ანგარიშში ნათქვამია, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში დაზიანებულია სამარტოო და უსაფრთხოების საკნები, ასევე დეესკალაციის ოთახები, რაც რემონტს საჭიროებს. მათი შეფასებით, დაწესებულებაში არსებული პირობები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში უნდა მოვიდეს. ანგარიშის თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები დამაკმაყოფილებელი არ არის, რაც მოსაწესრიგებელია. ანგარიშის ავტორების განმარტებით, ასევე უნდა გაუმჯობესდეს სამედიცინო მომსახურების მიწოდების ხარისხი და დროულობა.

როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრში აცხადებენ, მინტორინგის ვიზიტები განახორციელეს არასამთავრობო ორგანიზაციების - ადამიანის უფლებათა ცენტრის და „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ წარმომადგენლებმა, საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენლებთან ერთად.

მათივე ინფორმაციით, ანგარიში მომზადდა და გამოიცა ღია საზოგადოების ფონდისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. ავტორების მიერ ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა, არ გამოხატავდეს ფონდის, ევროკავშირის და სახალხო დამცველის პოზიციას. შესაბამისად, ისინი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

N 8 პენიტენციური დაწესებულების მონიტორინგის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ადამიანის უფლებათა ცენტრმა N8 პენიტენციური დაწესებულების მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა

ადამიანის უფლებათა ცენტრმა, N 8 პენიტენციური დაწესებულების მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშში წარმოდგენილია 2020 წლის აგვისტოში N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები და რეკომენდაციები.

ანგარიშში ნათქვამია, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში დაზიანებულია სამარტოო და უსაფრთხოების საკნები, ასევე დეესკალაციის ოთახები, რაც რემონტს საჭიროებს. მათი შეფასებით, დაწესებულებაში არსებული პირობები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში უნდა მოვიდეს. ანგარიშის თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები დამაკმაყოფილებელი არ არის, რაც მოსაწესრიგებელია. ანგარიშის ავტორების განმარტებით, ასევე უნდა გაუმჯობესდეს სამედიცინო მომსახურების მიწოდების ხარისხი და დროულობა.

როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრში აცხადებენ, მინტორინგის ვიზიტები განახორციელეს არასამთავრობო ორგანიზაციების - ადამიანის უფლებათა ცენტრის და „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ წარმომადგენლებმა, საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენლებთან ერთად.

მათივე ინფორმაციით, ანგარიში მომზადდა და გამოიცა ღია საზოგადოების ფონდისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. ავტორების მიერ ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა, არ გამოხატავდეს ფონდის, ევროკავშირის და სახალხო დამცველის პოზიციას. შესაბამისად, ისინი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

N 8 პენიტენციური დაწესებულების მონიტორინგის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს