„ბათუმის წყალი“ - დაზიანების მასშტაბიდან გამომდინარე, აღდგენითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, წყლის მაგისტრალურ მილზე მომხდარი დაზიანებასთან დაკავშირებით „ბათუმის წყალი“ განცხადებას ავრცელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ბათუმის წყლის“ პრესსამსახურიდან აცნობეს, წყალმომარაგება შეუწყდა გრიბოედოვის, ლუკა ასათიანის, ნინოშვილისა და ჭავჭავაძისა ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში მცხოვრებ მოსახლეობას.

„ადგილზე მობილიზებულია ,,ბათუმის წყლის“ ტექნიკა და მობილური ჯგუფი, რომელიც სალიკვიდაციო სამუშაოებს ახორციელებს. დაზიანების იდენტიფიკაციის შესაბამისად, ეტაპობრივად მცირდება სისტემიდან გამორთული აბონენტების არეალი. ამ ეტაპზე წყალმომარაგების გარეშე დარჩენილია გრიბოედოვის, მელიქიშვილის, ჭავჭავაძისა და მემედ აბაშიძის ქუჩებს შორის არსებული მონაკვეთი. დაზიანების მასშტაბიდან გამომდინარე, აღდგენითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. წყალმომარაგება დილისთვის აღდგება.

„ბათუმის წყალი“ ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი დოსკომფორტის გამო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო